მხრის ტკივილი
სიმპტომის აღწერა
მხრის ტკივილი მოიცავს ნებისმიერ ტკივილს, რომელიც აღმოცენდება მხარში ან მის გარშემო. მხრის ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს უშუალოდ სახსრიდან ან მის გარშემო მდებარე ნებისმიერი მყესიდან, იოგიდან და კუნთიდან. მხრის ტკივილი როგორც წესი უარესდება საქმიანობით და მხრის ან მკლავის მოძრაობით.
ბევრ ულმკერდში და მუცელში ლოკალიზებული სტრუქტურების მდგომარეობებს და პათოლოგიებს, როგორებიცაა გულის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები, შეუძლია გამოიწვიონ მხრის ტკივილი. მხრის ტკივილს, რომელიც აღმოცენდება სხვა სტრუქტურიდან, გადაცემითი ტკივილი ეწოდება. გადაცემითი მხრის ტკივილი როგორც წესი არ უარესდება მხრის მოძრაობასთან ერთად.
გამომწვევი მიზეზი
მხრის ტკივილის შესაძლო მიზეზებია:
- სისხლძარღვების არარსებობით გამოწვეული ნეკროზი (ავასკულარული ნეკროზი)
- მხრის წნულის დაზიანება
- ხელის მოტეხილობა
- ბურსიტი
- კისრის რადიკულოპათია
- მხრის ამოვარდნილობა
- გაყინული მხარი
- გულის შეტევა
- შეჯახება
- მყესის ან იოგის დაჭიმვა და გაწყვეტა
- ოსტეოართრიტი
- რევმატიული პოლიმიალგია
- რევმატოიდული ართრიტი
- როტატიული მანჟეტის დაზიანება
- აკრომიოკლავიკულური სახსრის ამოვარდნა
- სეპტიური ართრიტი
- ტენდინიტი
- მყესის გაგლეჯა
- გულმკერდის გასავალის სინდრომი
- ხრტილის გაგლეჯა
როდის მივმართოთ ექიმს
მხრის ტკივილი, რომელსაც თან ერთვის სუნთქვის გაძნელება ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში შეიძლება იყოს გულის შეტევის ნიშანი და მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება
მოითხოვეთ სამედიცინო დახმარების პუნქტში წაყვანა, თუ მხრის ტკივილი გამოწვეულია ტრავმით და თან ერთვის:
- სახსარი არის დეფორმირებული
- სახსრის გამოყენების ან ხელის გაშლის შეუძლებლობა
- ინტენსიური ტკივილი
- უცაბედი შესიება
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან
დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, თუ მხრის ტკივილს თან ერთვის:
- შესიება
- სიწითლე
- მტკივნეული შესიება და სითბო სახსრის გარშემო
მკურნალობა სახლის პირობებში:
მხრის სუსტი ტკივილის დროს სცადეთ:
- ტკივილგამაყუჩებლები. აცეტამინოფენი, იბუპროფენი, ნატრიუმის ნაპროქსენი დაგეხმარებათ.
- დასვენება. არ გააკეთოთ ის მოძრაობები, რომლებიც იწვევენ ან აუარესებენ ტკივილს.
- ყინულის დადება. დღეში რამდენჯერმედაიდეთ ყინული დაზიანებულ მხარზე, 15-20 წუთით.