მსტვინავი სუნთქვა

სიმპტომის აღწერა

მსტვინავი სუნთქვა სუნთქვის დროს განვითარებული მაღალი ტემბრის ხმაა. ყველაზე ხშირად მსტვინავი სუნთქვა ვითარდება ამოსუნთქვის ფაზაში, თუმცა იგი შეიძლება აგრეთვე დაკავშირებული იყოს ჩასუნთქვის ფაზასთან.

გამომწვევი მიზეზი

მსტვინავ სუნთქვა ვითარდება სასუნთქი გზების შევიწროებისას და ძირითადად მიუთითებს სუნთქვის გართულებაზე. სასუნთქი გზების შევიწროვება შეიძლება დაკავშირებული იყოს ასთმით, ინფექციით ან ალერგიული რეაქციით გამოწვეულ ანთებასთან ან სიმსივნის და უცხო სხეულის გადაყლაპვით გამოწვეულ ფიზიკურ ობსტრუქციასთან.

განმეორადი მსტვინავი სუნთქვის ყველაზე ხშირი მიზეზია ასთმა. სხვა შესაძლო მიზეზებია:

  1. ალერგიები
  2. ანაფილაქსია (მწვავე ალერგიული რეაქცია, მაგ მწერის ნაკბენზე ან წამალზე)
  3. ასთმა
  4. ბრონქოექტაზია (ქრონიკული ფილტვის პათოლოგია, რომლის დროსაც ბრონქების სანათურების პათოლოგიური გაფართოება ხელს უშლის ლორწოს გამონთავისუფლებას)
  5. ბრონქიოლიტი (განსაკუთრებით პატარა ბავშვებშჳ)
  6. ბრონქიტი
  7. ბავშვთა ასთმა
  8. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  9. ეპიგლოტიტი
  10. უცხო სხეულის გადაყლაპვა
  11. გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება
  12. გულის უკმარისობა
  13. ფილტვის სიმსივნე
  14. წამლები (განსაკუთრებით ასპირინი)
  15. ფილტვების ანთება
  16. რესპირატორული-სინციტიური ვირუსი (განსაკუთრებით პატარა ბავშვებში)
  17. სასუნთქი გზების ინფექცია (განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში)
  18. ძილის ობსტრუქციული აპნეა (მდგომარეობა, როდესაც სუნთქვა ჩერდება და იწყება ძილის დროს)
  19. მოწევა
  20. ხმოვანი იოგების დისფუნქცია (მდგომარეობა, რომელიც ეხება ხმოვანი იოგების მოძრაობას

როდის მივმართოთ ექიმს

გაესაუბრეთ ექიმს თუ გაქვთ სუსტი მსტვინავი სუნთქვა პირველად, განმეორებით, უმიზეზოდ ან თუ მას თან ერთვის:

  • სუნთქვის გართულება
  • სწრაფი სუნთქვა
  • კანის ხანმოკლე სილურჯე

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ მსტვინავი სუნთქვა:

  • დაიყება უცბად ფუტკრის ნაკბენის, მედიკამენტის მიღების ან ალერგიული საკვების მიღების შემდეგ
  • თან ერთვის სუნთქვის მწვავე უკმარისობა ან კანის სილურჯე
  • ვითარდება პატარა საგნის ან საჭმის გადაცდენის შემდეგ

ზოგ შემთხვევაში მსტვინავი სუნთქვის გასაქრობად საკმარისია მედიკამენტების ან ინჰელერის გამოენება. სხვა შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სასუნთქი მილის ჩაყვანა ყელში.

თვითმკურნალობა
მსტვინავი სუნთქვის შესამცირებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • დაატენიანეთ ჰაერი. გამოიყენეთ დამატენიაბელი, მიიღეთ ორთქლიანი შხაპი ან დაჯექით სააბაზანოში და მოუშვით ცხელი წყალი. ტენიანი ჰაერი რიგ შემთხვევებში შველის მსტვინავ სუნთქვას.
  • მიიღეთ სითხეები.თბილ სითხეებს შეუძლიათ მოადუნონ სასუნთქი გზები და დაარბილონ ყელში არსებული წებოვანი ლორწო.
  • აარიდოთ თავი თამბაქოს მოწევას. აქტიურ და პასიურ მწეველობას შეუძლია გააუარესოს ხველა.
  • მიიღეთ ყველა დანიშნული მედიკამენტი. დაიცავით ექიმის ინსტრუქციები.