სისხლდენა ფეხმძიმობის დროს

სიმპტომის აღწერა

ვაგინალური სისხლდენა ფეხმძიმობის დროს შეიძლება იყოს საშიში, თუმცა ეს სიმპტომი ყოველთვის არ უკავშირდება სერიოზულ უსიამოვნებას. სისხლდენ პირველ ტრიმესტრში(1-12 კვირა) ხშირია, თუმცა ამ შემთხვევაში ქალები ძირითადად ჯანმრთელ ბავშვებს აჩენენ.

სისხლდენა ფეხმძიმობის დროს ყოველთვის სერიოზულად უნდა განიხილებოდეს. ვაგინალური სისხლდენა ფეხმძიმობის დროს ხანდახან მიუთითებს მუცლის მოშლაზე ან მდგომარეობაზე, რომელიც საჩქაროდ საჭიროებს მკურნალობას. ფეხმძიმობის დროს ვაგინალური სისხლდენის ძირითადი მიზეზების ცოდნის შემთხვევაში, მარტივი ხდება საჭირო ინფორმაციის მოძიება და დროული მიმართვა მედპერსონალთან.

გამომწვევი მიზეზი

ვაგინალურ სისხლდენას ფეხმძიმობის დროს ბევრი მიზეზი აქვს. ზოგი მათგანი სერიოზულია, ზოგი კი არა.

პირველი ტრიმესტრი

ვაგინალური სისხლდენის მიზეზები პირველი ტრიმესტრის განმავლობაში შეიძლება იყოს:

  1. მუცლის მოშლა – სპონტანური აბორტი ფეხმძიმობის მეოცე კვირამდე.
  2. ნაყოფის სისხლდენა – გვხვდება ჩასახვიდან 10-14 დღის შემდეგ
  3. საშვილოსნოს ყელის პრობლემები (ინფექცია, წანაზარდები)
  4. ექტოპიური ფეხმძიმობა
  5. ხალისებრი ფეხმძიმობა – იშვიათი მოვლენა როდესაც განაყოფიერების შემდეგ საშვილოსნოში ბავშვის მაგივრად ყალიბდება ანომალიური მასა

მეორე და მესამე ტრიმესტრი

ვაგინალური სისხლდენის მიზეზები მეორე და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში შეიძლება იყოს:

  1. მუცლის მოშლა (მეოცე კვირამდე) ან ნაყოფის სიკვდილი საშვილოსნოში
  2. პლაცენტის მოწყვეტა
  3. საშვლოსნოს ყელის კიბო
  4. პრობლემატური საშვილოსნოს ყელი – საშვილოსნოს ყელის ხვრელის(შესავალი) არასწორი მდებარეობა, რომელმაც შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს
  5. საშვილოსნოს ყელის პრობლემები, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის ინფექცია, ანთება ან რაიმე გამონაზარდი
  6. ნაადრევი მშობიარობა რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი სისლხდენა – განსაკუთრებით მაშინ როდესაც თან ახლავს კუმშვები, ყრუ ზურგის ტკივილი ან წნევა მენჯის არეში.
  7. საშვილოსნოს გახლეჩა, იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა როდესაც საშვილოსნო იხევა წინა საკეისრო მშობიარობის შედეგად დატოვებული ნაიარევის გასწვრივ.

ვაგინალური სისხლდენა(ნორმა) ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში

მსუბუქი სისხლდენა, ხშირად თანდართული ლორწოთი ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში შეიძლება მიუთითებდეს მშობიარობის დაწყებაზე. ვარდისფერი ან სისხლიანი გამონადენი ვაგინიდან ცნობილია როგორც სისხლანი ჩვენება.

 

როდის მივმართოთ ექიმს

სისხლიანი ჩვენების გარდა აუცილებელია, რომ ფეხმძიმობისას ნებისმიერი ტიპის სისხლდენის შემთხვევაში მივმართოთ მედპერსონალს. საჭიროა ვიცოდეთ თუ რამდენი სისხლი დაიკარგა, როგორ გამოიყურებოდა და იყო თუ არა მასში რაიმე შენადედი ან ქსოვილი.

პირველი ტრიმესტრი

პირველი ტრიმესტრის განმავლობაში (1-12 კვირა)

  • თუ ფეხმძიმობის დროს თქვენ შენიშნეთ მცირე რაოდენობის ვაგინალური სისხლდენა, რომელიც არ გრძელდებოდა დიდხანს(1 დღეზე მეტი),აუცილებლად მოახსენეთ ამის შესახებ მედპერსონალს.
  • მიმართეთ ექიმს მომდევნო 24 საათის განმავლობაში თუ აღგენიშნებათ სისხლდენა, რომელიც გრძელდება 1 დღეზე მეტია
  • დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს თუ აღინიშნება საშუალო ან მძიმე ვაგინალური სისხლდენა ან რაიმე ტიპის ქსოვილის არსებობა სისხლში. ასევე მიმართეტ ექიმს, თუ სისხლდენას თან ახლავს აბდომინალური ტკივილი (ჩვეულებრივი, კრუნჩხვითი), სიცხე ან ციება.

მეორე ტრიმესტრი

მეორე ტრიმესტრის განმავლობაში(13-24 კვირა)

  • თუ ფეხმძიმობის დროს თქვენ შენიშნეთ მცირე რაოდენობის ვაგინალური სისხლდენა, რომელიც არ გრძელდებოდა დიდხანს(რამდენიმე საათზე მეტი),აუცილებლად მოახსენეთ ამის შესახებ მედპერსონალს.
  • მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ ვაგინალური სისხლდენა, რომელიც გრძელდება 1 დღეზე მეტია და თან ახლავს აბდომინალური ტკივილი (ჩვეულებრივი, კრუნჩხვითი), სიცხე, ციება ან შეკუმშვები

მესამე ტრიმესტრი

მესამე ტრიმესტრის განმავლობაში (25-40 კვირა)

  • დაუყოვნებლივ მოუყევით ექიმს იმის შესახებ, თუ აღგენიშნებათ ვაგინალური სისხლდენა 37-ე კვიარმდე (აბდომინალური ტკივილით; ტკივილის გარეშე)

დაიმახსოვრეთ, რომ მშობიარობის ბოლო კვირებში ვარდისფერი ან სისხლიანი გამონადენი(სისხლიანი ჩვენება) ნორმალური ნიშანია მოახლოებული მშობიარობის