კალციფიკატები სარძევე ჯირკვალში
სიმპტომის აღწერა
სარძევე ჯირკვლის კალციფიკატები ნიშნავს კალციუმის ნადებებს მკერდის ქსოვილში. კალციფიკატები მამოგრამაზე ჩანს როგორც თეთრი ლაქები ან წინწკლები. კალციუმის დეპოზიტების შეგრძნება რთულია მათი მცირე ზომის გამო.
კალციფიკატები სარძევე ჯირკვალში ხშირად ჩანს მამოგრამაზე, განსაკუთრებით მენოპაუზის შეემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კალციფიკატები ძირითადად არასმსივნური (კეთილთვისებიანი) სახით გვხვდება, არსებობს ზოგიერთი ფორმა, რომელიც შეძლება მკერდის კიბოზე მიუთითებდეს – მაგ. კალციფიკატების მჭიდრო გროვები უსწორმასწორო საზღვრებით.
მამოგრამაზე სარძევე ჯირკვლის კალციფიკატები მაცროკალციფიკატების ან მიკროკალციფიკატების სახით გვხვდება.
- მაკროკალციფიკატები მამოგრამაზე ჩანს როგორც განიერი თეთრი წერტილები ან ზოლები. ისინი თითქმის ყოველთვის არასიმსივნური წარმომავლობის არიან და არ საჭიროებენ შემდგომ შესწავლას.
- მიკროკალციფიკაციები გვხვდება წვრილი ლაქების სახით და წააგავს მარილის ნაწილაკებს. უმეტესად მიკროკალციფიკატები კეთილთვისებიანი წარმომავლობისაა, თუმცა არსებობს საშიში ფორმებიც, რომლებიც შეიძლება ავთვისებიანობაზე მიანიშნებდეს.
თუ კალციფიკატები საეჭვოდ გამოიყურება, საჭიროა გაკეთდეს შემდგომი ტესტები, მაგალითად დამატებითი მამოგრამა ან სარძევე ჯირკვლის ბიოფსია.
გამომწვევი მიზეზი
ზოგიერთი კალციფიკატის ფორმა შეიძლება მიუთითებდეს მკერდის კიბოზე, მაგალითად სადინარის კარსინომა ინ სიტუ, თუმცა უმეტესობა შემთხვევებისა კეთილთვისებიანია. კეთილთვისებიანი კალციფიკატების მიზეზები შეიძლება იყოს:
- დაზიანება ან მკერდის ქირურგიული ოპერაცია (ცხიმის ნეკროზი)
- კანის (დერმული) ან სისხლძარღვის (ვასკულური) კალციფიკატი
- მკერდის კისტები
- ფიბროადენომა
- უჯრედოვანი სეკრეცია ან ნარჩენები
- სარძევე სადინრის ექტაზია
- მასტიტი
- კიბოს სხივური თერაპია
როდის მივმართოთ ექიმს
თუ კალციფიკატები არ ჩანს ან მათი არსებობის მიზეზი გაურკვეველია, რადიოლოგი დამატებითი ტესტების ჩატარებას მოითხოვს
რადიოლოგის რეკომენდაციის შემთხვევაში, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ დამატებით მამოგრამას გაძლიერებული გამოსახულებით, რათა უკეთ გამოჩნდეს კალციფიკატები ან ბიოფტატი. რადიოლოგმა შეიძლება მოითხოვოს პაციენტის წინანდელი მამოგრაფიული სურათები, რის მიხედვითაც განსაზღვრავს არის თუ არა ახალი კალციფიკატები ან შეცვლილია თუ არა მათი რაოდენობა ან ფორმა.
სარძევე ჯირკვლის კალციფიკატების დინამიკის უკეთ შესწავლისთვის, რადიოლოგმა შეიძლება 6 თვიანი მონიტორინგი მოითხოვოს.