გამონაყარი მკერდზე
სიმპტომის აღწერა
გამონაყარი მკერდზე გამოიხატება როგორც შეწითლება და გაღიზიანება. მას ასევე შეიძლება ახასიათებდეს ქავილი, აქერცვლა, ტკივილი და დაწყლულება.
მკერდზე გამონაყრის აღსაწერად ასევე იყენებენ ტერმინებს, როგორიცაა დერმატიტი ან ალერგიული გამონაყარი.
გამომწვევი მიზეზი
მკერდსა და სხეულის დანარჩენ ნაწილებზე გამონაყრის მიზეზები ძირითადად ერთნაირია, თუმცა ზოგიერთი ტიპის გამონაყარი მხოლოდ მკერდზე გვხვდება.
ასეთი შემთხვევებია:
- მკერდის ჯირკვლის აბსცესი
- ანთებითი სიმსივნე მკერდში
- სარძევე სადინრის ექტაზია
- მასტიტი
- ძუძუსთავის დერმატიტი
- ძუძუსთავის პირსინგი (გახვრეტა) ან ტატუ
- პაჯეტის დაავადება (მკერდზე)
- რადიაციული დერმატიტი
გამონაყრის ზოგადი მიზეზები, რომლებიც სხეულის სხვა ნაწილებზეც გვხვდება:
- ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)
- კანდიდოზი (კანის ინფექცია)
- ცელულიტი (კანის ინფექცია)
- დერმატიტი
- ანგიოედემა და ალერგიული გამონაყარი
- ფსორიაზი
- მუნი (კანის პარაზიტული დაავადება)
- სებორეული დერმატიტი (სებორეა)
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან
გამონაყარი იშვიათად საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას. მიმართეთ ექიმს თუ გამონაყარი არ გაივლის ორი კვირის განმავლობაში ან თუ მას ახლავს:
- სიცხე
- ძლიერი ტკივილი
- წყლულები, რომლებიც არ გაივლის
- სიმპტომები, რომლებიც გრძელდება ან უარესდება ერთი კვირის განმავლობაში
მკურნალობა სახლის პირობებში:
ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით, შესაძლოა შეამციროთ გამონაყრის ინტენსივობა:
- მიიღეთ თბილი შხაპი ან დაიდეთ თბილი ნაჭერი გამონაყარზე რამდენიმე წუთით.
- წაისვით დამატენიანებელი გამონაყარზე (სუნამოს გარეშე)
- არ მოიქავოთ გამონაყარი
- თავი აარიდეთ ზედმეტ სტრესს, რადგან სტრესი გამონაყარის ქავილს გააძლიერებს
დაფიქრდით, ხომ არ იყენებთ ახალ საპონს? ხომ არ გეცვათ შემაწუხებელი ნაჭრის ტანისამოსი? შეწყვიტეთ ახალი პროდუქტების გამოყენება/მიღება, თუ მას გამონაყარს უკავშირებთ.