მუქი რგოლები თვალების ქვეშ
სიმპტომის აღწერა
თუ თქვენ საკმარისად გძინავთ მაგრამ მაინც გაწუხებთ მუქი რგოლები თვალების ქვეშ, უცნაური არაფერია. უძილობა და დაღლილობა არ არის ამ სიმპტომის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი. მუქი რგოლები რეალურად თვალების ქვეშ შესიების გამო ან ასაკობრივი კანის ცვლილებების გამო ჩნდება..
გამომწვევი მიზეზი
ამ სიმპტომის გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:
- ალერგია
- ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)
- კონტაქტური დერმატიტი
- დაღლილობა
- მემკვიდრეობითობა– მუქი რგოლები ხშირად გენეტიკურია
- პიგმენტაციის დარღვევები– განსაკუთრებით ფერადკანიანებში– შავკანიანები და აზიელები
- თვალის ზედმეტი მოქავება
- მზეზე დიდხანს ყოფნა (გამოიყოფა პიგმენტი მელანინი, რომელიც ფერს უცვლის კანს)
- კანის გათხელება და კოლაგენის განლევა (ნორმალური ასაკობრივი პროცესი) ხშირად მოწითალო–მოლურჯო სისხლძარღვებს უფრო გამოხატულად აჩენს
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ფერის შეცვლა და შეშუპება მხოლოდ ერთ თვალზე აღინიშნება და პროგრესირებს, მიმართეთ ექიმს. თუ გჭირდებათ უკეთესი მკურნალობა, ვიდრე ჩვეულებრივი კრემებია, დაუკავშირდით დერმატოლოგს.
სიმპტომის გამომწვევი მიზეზის შესაბამისად, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სამკურნალო კრემები ან კომბინაციური თერაპია. ზოგჯერ, ლაზერული მკურნალობა და ქიმიური მოშორებაც შესაძლებელია. კანის ჩაღრმავებები, რომლებიც იწვევენ მუქ ჩრდილებს, შეიძლება ამოივსოს ფილერებით, შეშუპებული ქუთუთოები კი ქირურგიულადაც სწორდება.
ძირითადად, მუქი რგოლები კლინიკურ პრობლემას არ წარმოადგენს და სახლის პირობებშიც შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ მდგომარეობა.
მკურნალობა სახლის პირობებში:
მსუბუქად ან საშუალოდ გამუქებული ქუთუთოები მარტივ და იაფ მკურნალობას ექვემდებარება:
- სიცივე. დაიდეთ ცივი კომპრესი, ორი ცივი კოვზი ან გაყინული ბოსტნეულის პაკეტები (რბილ ქსოვილში გახვეული) დაგეხმარებათ ფერშეცვლილი ან გაფართოებული სისხლძარღვების დროებით გაქრობაში.
- დაიმატეთ ბალიშები. გამოიყენეთ ორი ან მეტი ბალიში ძილის დროს, რათა თავი იყოს მაღლა და არ შეშუპდეს ქუთუთოები.
- გამოიძინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ძილი მუქ რგოლებს მალევე არ აჩენს, უძილობა უფრო ფერმკთალს გხდით და თვალების ჩაღრმავება და მუქი რგოლები მეტად გამოიკვეთება.