მტკივნეული შარდვა (დიზურია)
სიმპტომის აღწერა
მტკივნეული შარდვა (დიზურია) არის დისკომფორტი ან წვის შეგრძნება შარდვისას. იგი ძირითადად შეიგრძნობა შარდის გამომტან მილში (შარდსადენი) ან გენიტალიების გარშემო არეში (შორისი).
გამომწვევი მიზეზი
ბევრ მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს მტკივნეული შარდვა. ქალებში მტკივნეული შარდვის ყველაზე ხშირი მიზეზია საშარდე გზების ინფექცია. კაცებში, ყველაზე ხშირ მიზეზად გვევლინება ურეთრიტი (შარდსადენის ანთება) და პროსტატის ზოგიერთი პათოლოგია.
მტკივნეული შარდვა შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა მდგომარეობამ და მედიკამენტმა. ესენია:
- შარდის ბუშტის კენჭები
- ქლამიდია
- ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება)
- წამლები, რომელთა გვერდითი ეფექტია შარდის ბუშტის გაღიზიანება. ასეთი წამლები გამოიყენება მაგ. კიბოს მკურნალობაში.
- გენიტალური ჰერპესი
- გონორეა
- ახლახანს ჩატარებული პროცედურა საშარდე სისტემაზე, კვლევების ან მკურნალობის მიზნით
- თირკმლის ინფექცია
- კენჭები თირკმელში
- პროსტატიტი
- სქესობრივად გადამდები დაავადებები
- საპონი, სუნამო ან სხვა პირადი მოვლის საშუალებები
- შარდსადენის სტრიქტურა (შარდსადინრის შევიწროვება)
- ურეთრიტი (შარდსადინრის ინფექცია)
- საშარდე გზების ინფექცია
- ვაგინიტი
- სოკოვანი ინფექცია (ვაგინალური)
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, თუ:
- მტკივნეული შარდვა გახანგრძლივდა
- გაქვთ გამონადენი პენისიდან ან ვაგინიდან
- შარდი შეიცავს სისხლს
- გაქვთ სიცხე
- გაქვთ ტკივილი ზურგში ან გვერდში.
- დაბადებთ თირკმლის ან შარდის ბუშტის (საშარდე გზების) კენჭს.
თუ ფეხმძიმედ ხართ, შარდვისას ნებისმიერი ტკივილის შემთხვევაში შეეხმიანეთ ექიმს.