ერითროციტების ჭარბი რაოდენობა
სიმპტომის აღწერა
ერითროციტების ჭარბი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედები ნორმაზე მეტია. სისხლის წითელი უჯრედები- იგივე ერითროციტები წარმოიქმნება ძვლის ტვინში. მათი ფუნქციაა ჟანგბადის მიტანა ფილტვიდან სხეულის თითოეულ ქსოვილამდე. სისხლის წითელი უჯრედების ჭარბ რაოდენობას ერითროციტოზსაც უწოდებენ.
ერითროციტების ჭარბი რაოდენობისთვის დაწესებული ზღვარი განსხვავებულ შემთხვევებში სხვადასხვაა. ერითროციტების ჭარბი რაოდენობის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია, რომ მამაკაცის შემთხვევაში სისხლის წითლი უჯრედების კონცენტრაცია აღემატებოდეს 5.72 მილიონს, ხოლო ქალების შემთხვევაში 5.03 მილიონს მიკროლიტრზე. ბავშვებში ზღვარი განსხვავებულია ასაკის და სქესის შესაბამისად..
გამომწვევი მიზეზი
სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი რაოდენობის მიზეზები:
- გულის ან ფილტვის არაადეკვატური მუშაობისას, ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის დასაბალანსებლად დიდი რაოდენობით ერითროციტები გამოიყოფა
- სიმაღლეებზე ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის დასაბალანსებლად დიდი რაოდენობიტ ერითროციტები გამოიყოფა
- თირკმელები გამოყოფენ დიდი რაოდენობით ცილა ერითროპოეტინს, რაც სტიმულს აძლევს ერითროციტების წარმოქმნას
- ძვლის ტვინი წარმოქმნის დიდი რაოდენობით სისხლის წითელ უჯრედებს
- ჟანგბადის გადატანის ფუნქციის დაქვეითება ერითროციტებში
- სისხლის პლაზმის(სისხლის თხევადი ნაწილი) დაკარგვა, ხშირად ნატრიუმის ან წყლის გამოლევის გამო, რაც იწვევს ერითროციტების კონცენტრაციის ზრდას
ერითროციტების ჭარბი რაოდენობის სპეციფიკური მიზეზები:
- ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც ასტიმულირებენ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას
- ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა
- თანდაყოლილი გულის დაავადებები ზრდასრულებში
- ფქოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)
- გაუწყლოება
- ერითროპოეტინის მიღება(ერითროპოეტინის ინექცია უკეთესი ათლეტური მონაცემებისთვის)
- გულის უკმარისობა
- ჰემოგლობინოპათიები(ერითროციტების ჟანგბადის გადატანის ფუნქციის შემაფერხებელი მდგოამრეობები)
- თირკმლის სიმსივნე
- გადანერგილი თირკმელი
- მაღალმთიან რაიონებში ცხოვრება (დაბალი ჟანგბადის კონც.)
- გულის სხვა დაავადებები
- ფილტვის სხვა დაავადებები
- პოლიციტემია ვერა
- ფილტვის ფიბროზი
- ძილის აპნეა
- მოწევა, რადგან იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას
როდის მივმართოთ ექიმს
ერითროციტების ჭარბი რაოდენობა იშვიათადაა შემთხვევით აღმოჩენილი ან მოულოდნელი. ერითროციტების ჭარბი რაოდენობის აღმოჩენა ძირითადად იმ დროს ხდება, როდესაც ექიმი უკვე არსებულ დაავადებას იკვლევს. მოუყევით ექიმს თქვენი მონაცემების შესახებ. სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი რაოდენობის რესულტატი სხვა ანალიზებთან ერთად ამარტივებს თქვენი ავადმყოფობის მიზეზის დადგენას. მდგომარეობის დასაკვირვებლად, ექიმმა შესაძლოა დამატებითი ანალიზები მოითხოვოს.