თვალების თამაში
სიმპტომის აღწერა
ყოველ 1-2 წუთში ერთხელ რამოდენიმე წამის განმავლობაში ქუთუთოს უნებლიე მოძრაობას თვალების თამაში (ბლეფაროსპაზმი) ქვია. ხანდახან სპაზმი ისეთი ძლიერია რომ თვალის მთლიანად დახუჭვას იწვევს.
გამომწვევი მიზეზი
ქუთუთოების გაუკონტროლებელ მოძრაობას ორივე თვალზე პირველადი კეთილთვისებიანი ბლეფაროსპაზმი ეწოდება. მიუხედავად იმისა რომ ამ დაავადების მიზეზები უცნობია, შესაძლოა მას წინ უძღვოდეს და თან ახლავდეს შემდეგი მდგომარეობები:
- ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება)
- მშრალი თვალები
- ქუთუთოების ჩაბრუნება
- ჰიპერმგრძნობელობა სინათლეზე
- ვარდისფერი თვალი (კონიუქტივიტი)
- ტრიქიაზი
- უვეიტი (თვალის შუა ნაწილის ანთება)
იშვიათ შემთხვევაში, თვალის თამაში შეიძლება იყოს თავის ტვინის და ნერვული სისტემის სხვა დაავადების ნიშანი. ამ დროს დაავადებას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც. თავის ტვინის და ნერვული სისტემის დაავადებები, რაც იწვევს თვალის თამაშს:
- მეშვიდე-სახის ნერვის დისფუნქცია
- ყელის დისტონია
- დისტონია
- მრავლობითი სკლეროზი
- ორომანდიბულარული და სახის დისტონია (განსხვავებული ტიპის დისტონია რომელსაც ხანდახან თან ახლავს ბლეფაროსპაზმი)
- წამლების გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით კი ეპილეფსიისა და ფსიქოზისთვის განკუთვნილი მედიკამენტები
- ტურეტის სინდრომი
თვალის თამაში შეისაძლოა იყოს ხანგამოშვებითი და მოულოდნელად გრძელდებოდეს დღეები, კვირები ან თვეები. სპაზმები არ არის მტკივნეული, მაგრამ გამაღიზიანებელია. ხშირ შემთხვევაში, თვალის თამაში უვნებელია და თავისით გაივლის, თუმცა დაავადება შესაძლოა დროთა განმავლობაში განმეორდეს.
ხანდახან თვალის თამაში არის ყველაზე ადრეული ნიშანი რაიმე ქრონიკული მოძრაობის დაავადებისა, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც მას თან ახლავს სახის სპაზმები სხვა მიდამოებში. თუმცა, როგორც წესი, ამ დაავადების მიზეზის პოვნა რთულია.
ქუთუთოების სპაზმის ზოგიერთი მიზეზი:
- აკოჰოლის მიღება
- კაშკაშა სინათლე
- კოფეინის მიღბა
- დაღლილობა
- თვალის ზედაპირის ან ქუთუთოს შიდა ნაწილის გაღიზიანება
- უძილობა
- მოწევა
- სტრესი
- ქარი
როდის მივმართოთ ექიმს
თვალის თამაში, როგორც წესი, რამოდენიმე დღეში ან კვირაში თავისით გაივლის. დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან თუ:
- სიმპტომი არ შეწყდა რამოდენიმე კვირის შემდეგ
- თქვენი თვალი მთლიანად იხუჭება ან გიჭირთ გახელა
- სპაზმი აღინიშნება სახის სხვა მიდამოებში
- თქვენი თვალი არის წითელი, შესიებული. აგრეთვე მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნება გამონადენი ან ქუთუთოს ჩამოშვება