ეოზინოფილია

სიმპტომის აღწერა

ეოზინოფილია ნიშნავს ნორმალურზე მეტი რაოდენობის ეოზინოფილებს. ეოზინოფილები წარმოადგენენ სისხლის თეთრ უჯრედებს, რომლებიც ებრძვიან ამა თუ იმ დაავადებას.

შესაძლოა ეოზინოფილების ჭარბი რაოდენობა იყოს სისხლში( სისხლის ეოზინოფილია). ამ უჯრედების მაღალი დონე აგრეთვე გვხვდება იმ ქსოვილში სადაც გვაქვს ინფექცია და ანთება (ქსოვილის ეოზინოფილია).

ქსოვილის ეოზინოფილია შეგვიძლია ვნახოთ კვლევის დროს აღებულ სინჯებში. ეოზინოფილების სანახავად სინჯების აღება ასევე შეიძლება ორგანიზმის სხვადასხვა სითხეებიდან, მაგალითად ცხვირის ქსოვილის ლორწოდან. ქსოვილოვანი ეოზინოფილიის შემთხვევაში, სისხლში ეოზინოფილების დონე როგორც წესი ნორმალურია

სისხლის ეოზინოფილია შეიძლება დადგინდეს სისხლის საერთო ანალიზით. ზრდასრულებში სისხლის 1 მიკროლიტრზე 500-ზე მეტ ეოზინოფილს ეოზინოფილია ეწოდება. ხოლო თუ თვეების განმავლობაში მათი რაოდენობა სისხლის 1 მიკროლიტრზე აჭარბებს 1,500, მაშინ ამ მდგომარეობას ჰიპერეოზინლოფილური სინდრომი ეწოდება.

გამომწვევი მიზეზი

ეოზინოფილებს თქვენს იმუნურ სისტემაში 2 ფუნქცია აქვთ:

  • უცხო ნივთიერებების განადგურება. ეოზინოფილებს შეუძლიათ შთანთქონ უცხო ნივთიერებები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც პარაზიტულ ინფექციასთან არიან დაკავშირებული. იმუნური სისტემის სხვა კომპონენტები “მონიშნავენ” ხსენებულ ნივთიერებებს, რაც ეოზინოფილებს მათ შემდგომ შთანთქმაში ეხმარება.
  • ანთების დარეგულირება. ეოზინოფილები ბიძგს აძლევენ ანთბით პროცესებს, რაც აუცილებელია ინფექციის მდებარეობის იზოლირებისა და კონტროლისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ანთებითი პროცესები დაუბალანსებლად მიმდინარეობს , რამაც შეიძლება პრობლემატური სიმპტომები გამოიწვიოს ან საერთოდ დააზიანოს ქსოვილი. ეოზინოფილები უდიდეს როლს თამაშობენ ასთმისა და ალერგიების სიმპტომატიკის განვითარებაში, მაგალითად თივისმიერი ცხელების დროს.

ეოზინოფილია გვხვდება 2 შემთხვევაში: 1.დიდი რაოდენობით ეოზინოფილები გროვდება ორგანიზმის კონკრეტულ ადგილას. 2.ძვლის ტინი წარმოქმნის ეოზინოფილების ჭარბ რაოდენობას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მდგომარეობის, დაავადებებისა და ფაქტორების გამო:

  1. სოკოვანი ან პარაზიტული დაავადებები
  2. ალერგიები – მაგ. საჭმლისა და წამლების მიმართ
  3. თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული მდგომარეობები
  4. კანის დაავადებები
  5. ტოქსინები
  6. აუტოიმუნური დაავადებები
  7. ენდოკრინული დაავადებები
  8. სიმსივნე

კონკრეტული დაავადებები რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეოზინოფილია სისხლში ან ქსოვილში:

  1. ასკარიდოზი(ინფექცია მრგვალი ჭიით)
  2. ასთმა
  3. ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)
  4. ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია
  5. ჩურგ-შტრაუსის სინდრომი
  6. კრონის დაავადება
  7. ალერგია წამლებზე
  8. ეოზინოფილური ლეიკემია
  9. ალერგია
  10. თივისმიერი ცხელება
  11. იდიოპათიური ჰიპერეოზინოფილური სინდრომი – გაურკვეველი წარმომავლობის უკიდურესად დიდი რაოდენობის ეოზინოფილები
  12. მგლურა
  13. ლიმფური ფილარიაზი (პარაზიტული ინფექცია)
  14. სხვა კიბოები
  15. სხვა პარაზიტული ინფექციები
  16. საკვერცხეების სიმსივნე
  17. პირველადი იმუნოდეფიციტი
  18. ტრიქინელოზი (ინფექცია მრგვალი ჭიით)
  19. წყლულოვანი კოლიტი

პარაზიტული დაავადებები და წამლების მიმართ ალერგია არის ეოზინოფილიის ყველაზე ხშირი მიზეზი. ჰიპერეოზინოფილური სინდრომის მიზეზი ხშირად უცნობია, თუმცა იგი შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა კიბომ, როგორიცაა ძვლის ტვინისა და ლიმფური კვანძის კიბო.

როდის მივმართოთ ექიმს

ეოზინოფილიის არსებობა ძირითადად დგინდება მაშინ ,როდესაც უკვე მიმდინარეობს ესა თუ ის პათოლოგიური პროცესი და ექიმი ითხოვს სისხლის ტესტებს. ეოზინოფილიის აღმოჩენა ხშირად არ არის მოულოდნელი, თუმცა მისი პოვნა შეიძლება შემთხვევითი იყოს.

მოუყევით ექიმს რეზულტატების შესახებ. თქვენი მონაცემები სისხლის ან ქსოვილების ეოზინოფილიის შესახებ სხვა ტესტების შედეგებთან ერთად შეიძლება მიუთითებდეს არსებულ დაავადებაზე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ექიმი დამატებით ტესტებს ითხოვს მდგომარეობის გადასამოწმებლად.

რადგანაც კონკრეტული მდგომარეობა ხშირად არის ეოზინოფილიის მიზეზი, აუცილებელია დადგინდეს აქვს თუ არა პაციენტს რაიმე სხვა დაავადება. თუ დიაგნოზი და მკურნალობა იქნება ზუსტი და დაავადების შესაბამისი, ეოზინოფილიის პრობლემა დიდი ალბათობით მოგვარდება.

თუ თქვენ დაგიდგინდათ ჰიპერეოზინოფილური სინდრომი, ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ მედიკამენტები, მაგ. კორტიკოსტეროიდები. საჭიროა თქვენი ჯანმრთელობის მონიტორინგი, რადგან ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში შეიძლება გართულდეს.