ფეხის დასიება
სიმპტომის აღწერა
ფეხის დასიებამ შეიძლება მოიცვას ფეხის ნებისმიერი არე – ტერფი, წვივი, თეძო, კოჭი. ფეხის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს როგორც სითხის დაგროვებამ (სითხის შეკავებამ), აგრეთვე ანთებამ დაზიანებულ ან დაავადებულ ქსოვილებსა თუ სახსრებში.
ფეხის ტკივილის ზოგიერთი მიზეზი, როგორებიცაა ტრავმა ან ხანგრძლივი დგომა და ჯდომა ადვილად შესამჩნევია. ხანდახან ფეხის ტკივილი შეიძლება სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებდეს, მაგ. გულის დაავადებაზე ან სისხლის კოლტებზე.
აუცილებლად მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ დაგეწყოთ ფეხის ტკივილი შესამჩნევი მიზეზის გარეშე. აგრეთვე მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ სიმპტომს თან ახლავს სუნთვის გართულება, მკერდის ტკივილი ან რაიმე სხვა საფრთხილო ნიშანი რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის დაავადებასთან ან ფილტვში სისხლის კოლტების არსებობასთან.
გამომწვევი მიზეზი
ფეხის ტკივილის მრავალგვარი განსხვავებული სიმძიმის მიზეზი არსებობს.
ფეხის ტკივილი რაც გამოწვეულია სითხის შეკავებით
სითხის დაგროვებით გამოწვეულ ტკივილს პერიფერიული ედემა ეწოდება. ამ სიმპტომის მიზეზები – პრობლემები გულსისძარღვთა სისტემაში, ლიმფურ სისტემაში ან თირკმელებში. სითხის შეკავება ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივად ჯდომამ ან დგომამ.
სითხის შეკავებასთან დაკავშირებული ფაქტორები
- თირკმლის მწვავე უკმარისობა
- კარდიომიოპათია (გულის ქსოვილის დაავადება)
- თირკმლის ქრონიკული დაავადება
- ციროზი ((ღვიძლის განაწიბუროვანება)
- ღრმა ვენის თრომბოზი (DVT)
- გულის უკმარისობა
- ჰორმონული თერაპია
- ლიმფედემა (ლიმფური სადინარის დახშობა)
- ნეფროზული სინდრომი (თირკმელებში მცირე სისხლძარღვების დაზიანება)
- ტკივილის მომხსნელები, როგორებიცაა იბუპროფენი ან ნაპროქსენი
- პერიკარდიტი (გულის დამცავი გარსის შესიება)
- ორსულობა
- ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ისეთები, რომლებიც დაკავშირებულია დაიბეტთან ან მაღალ წნევასთან.
- ხანგრძლივი ჯდომა. მაგ. თვითმფრინავში ფრენის დროს.
- ხანგრძლივი დგომა
- თრომბოფლებიტი (სისხლის კოლტი, რომელიც ძირითადად ფეხში ყალიბდება)
- ქრონიკული ვენური უკმარისობა (ფეხის ვენების დაქვეითებული ფუნქცია დააბრუნოს სისხლი გულში)
ანთებასთან დაკავშირებული ფეხის დასიება
ფეხის ქსოვილების ანთება აგრეთვე შეიძლება იყოს ამ სიმპტომის მიზეზი. ანთება შესაძლოა იყოს ნორმალური პასუხი დაზიანებაზე ან რაიმე დაავადებაზე, თუმცა მას აგრეთვე იწვევს რევმატოიდული ართრიტი ან რაიმე სხვა ანთებითი დაავადება. ანთების დროს, როგორც წესი, თქვენ რაიმე ტიპის ტკივილს იგრძნობთ.
ფეხში ანთების გამომწვევი მიზეზები:
- აქილევსის მყესის რუპტურა (გახევა)
- მუხლში წინა ჯვარედინა იოგის გახევა
- ბეიკერის ცისტა
- კოჭის/ფეხის მოტეხილობა
- მოტეხილი ფეხი
- ცელულიტი (კანის ინფექცა)
- პოდაგრა (ჭარბი შარდმჟავას დაგროვებით გამოწვეული ართრიტი)
- ჭრილობა ან ინფექცია ფეხში
- მუხლის აბგის ანთბა (სითხით სავსე ჩანთისმაგვარი ქსოვილების ანთბა მუხლის სახსარში)
- ოსტეოართრიტი (დაავადება რომელიც სახსრების დესტრუქციას იწვევს)
- რეუმატოიდული ართრიტი (სახსრის ანთბითი დაავადება)
- ღრძობა
როდის მივმართოთ ექიმს
მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ თქვენ დაგისივდათ ფეხი და მას თან ახლავს ისეთი ნიშნები, რომლებიც უკავშირდება ფილტვში სისხლის კოლტებს ან გულის მძიმე დაავადებას:
- მკერდის ტკივილი, რომელიც რამოდენიმე წუთი გრძელდება
- გართულებული სუნთქვა
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლა
- დაბნეულობა
მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება თუ:
- ფეხის დასიების შესამჩნევი მიზეზი არ აღინიშნება
- ეს სიმპტომი დაკავშირებულია ფიზიკურ დაზიანებასთან, როგორიცაა წაქცევა, სპორტული ტრავმა ან ავტოავარია
დაგეგმეთ შეხვედრა ექიმთან
ფეხის დასიებას, არასაგანგებო სიტუაციაშიც ესაჭიროება დაუყოვნებლივი მკურნალობა. თუ ეს სიმპტომი გამოწვეულია წამლის გვერდითი ეფექტით, შესაძლოა იგი ძალიან წააგავდეს თირკმლისმიერ ფეხის შეშუპებას. დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან რაც შეიძლება სწრაფად, რათა ექიმმა დროულად დასვას მაპროვოცირებელი დაავადების დიაგნოზი.
ექიმთან შეხვედრამდე გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- დაწოლისას დაიდეთ ბალიში ფეხების ქვეშ , რათა შამციროთ სითხის დაგროვების შედეგად გამოწვეული შესიება
- თუ თქვენ გიწევთ დიდხანს ჯდომა ან დგომა, ხშირად გაიარეთ და იმოძრავეთ. შეწყვითეთ მოძრაობა მაშინ, როდესაც დაგეწყებათ ტკივილი.
- არ შეწყვიტოთ დანიშნული წამლის მიღება მაშინ, როდესაც ვერ მოახერხებთ ექიმთან დალაპარაკებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მედიკამენტი შესიებას ზრდის
- ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებელმა წამლებმა შესაძლოა შეამსუბუქონ მტკივნეული შესიება