ტკივილი საზარდულის არეში
სიმპტომის აღწერა
საზარდულის ტკივილი გვხვდება ადგილში, სადაც შიდა, ზედა თეძო და მუცლის ქვედა ნაწილები ერთიანდება.
გამომწვევი მიზეზი
საზარდულის ტკივილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი კუნთის, იოგის ან მყესის დაჭიმვაა, განსაკუთრებით ათლეტებში (ჰოკეი, ფეხბურთი). საზარდულის ტკივილი შესაძლოა ტრავმის შემდეგ დაიწყოს, ან თანდათანობით განვითარდეს კვირების ან თვეების განმავლობაში. საზარდულის ტკივილი გამწვავდება დაზიანებული ადგილის მოძრაობის დროს.
შედარებით იშვიათ შემთხვევებში,ტკივილს ძვლის დაზიანება, მოტეხილობა ან თირკმლის კენჭებიც კი იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სათესლე ჯირკვლის ტკივილი განსხვავდება საზარდულის ტკივილისაგან, სათესლე ჯირკვლის ზოგიერთ პათოლოგიასთან ასოცირებულ ტკივილს ახასიათებს გავრცელება.
ტკივილის პირდაპირი და არაპირდაპირი გამომწვევი მიზეზებია:
- ავასკულური ნეკროზი (იოგი ან მყესი შორდება ძვალს)
- მოტეხილობა (სათესლე ჯირკვლის მილაკის ანთება)
- ბურსიტი
- ეპიდიდიმიტი (სათესლე პარკის შეშუპება)
- ჰიდროცელე (სათესლე პარკის შეშუპება)ტკივილი საზარდულის არეში
- საზარდულის თიაქარი
- კენჭები თირკმელში
- ყბაყურა
- კუნთის დაჭიმვა
- ორქიტი (სათესლე ჯირკვლის ანთება)
- ოსტეოართრიტი
- მოყოლილი ნერვი
- მსხლისებრი კუნთის სინდრომი
- მოძრავი სათესლე ჯირკვალი (მოძრაობს სათესლე პარკიდან მუცლის ღრუში და პირიქით)
- თეძოს ნერვის ანთება
- მასები სათესლე პარკში
- სპერმატოცელე (სითხე სათესლე ჯირკვალში)
- დაჭიმვა ან დაძაბვა
- დატვირთვის მოტეხილობა
- ლიმფური კვანძების შესიება
- ტენდინიტი
- სათესლის კიბო
- სათესლე ჯირკვლის მოგრეხა/მობრუნება
- საშარდე გზების ინფექცია
- ვარიკოცელე (გადიდებული ვენები სათესლე პარკში)
როდის მივმართოთ ექიმს
თუ საზარდულის ტკივილი კუნთის ან მყესის დაჭიმვითაა განპირობებული, დაგეხმარებათ:
- ტკივილგამაყუჩებლები– იბუპროფენი ან აცეტამინოფენი
- ცივი ყინულის შეკვრა ან გაყინული ბოსტნეულის პაკეტი დაიდეთ დაზიანებულ ადგილას 20–30 წუთის განმავლობაში, 2–4ჯერ დღეში.