კანის აქერცვლა
სიმპტომის აღწერა
კანის აქერცვლა ხდება, როდესაც ზიანდება კანის ყველაზე ზედაპირული შრე, ეპიდერმისი. კანის აქერცვლა შეიძლება მოხდეს კანის პირდაპირი დაზიანების (მზის დამწვრობა, ინფექცია) შედეგად. თუმცა კანის აქერცვლა აგრეთვე შეიძლება იყოს იმუნური სისტემის დარღვევის ან სხვა დაავადების ნიშანი.
გამონაყარი, ქავილი, სიმშრალე და სხვა კანის პრობლემები შეიძლება თან ერთვოდეს კანის აქერცვლას.
იქიდან გამომდინარე, რომ კანის აქერცვლის გამოწვევი ბევრი დაავადება სიმწვავით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა.
გამომწვევი მიზეზი
კანი მუდმივად მოქმედებენგამღიზიანებლები და ზიანის მომტანი გარემოფაქტორები, როგორებიცაა მზე, ქარი, სიცხე, სიმშრალე ან ჭარბი სინესტე. მუდმივმა გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვა.
უფრო იშვიათად, კანის აქერცვლა, ხშირად თანდართული ქავილით, შეიძლება იყოს გამოვლინება დაავადების ან მდგომარეობის, რომელიც კანიდან არ იღებს დასაბამს. ხანდახან, მედიკამენტებზე რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა. მდგომარეობები, რომლის დროსაც გვხვდება კანის აქერცვლა;
- ალერგიული რეაქციები: ალერგენთან მუდმივი კონტაქტის შედეგად შეიძლება განვითარდეს გამონაყარი და საბოლოოდ აქერცვლა. ხშირი ალერგენებია ზოგიერთი ნაჭერი, ლატექსი, დეტერგენტები და კოსმეტიკა. უფრო იშვიათად, საკვებმა, რომლის მიმართ ალერგია გაქვთ, შეიძლება გამოიწვიოს კანია აქერცვლა.
კონკრეტული დაავადებები და მდგომარეობები, რომლემაც შეიძლება გამოიწვიონ კანის აქერცვლა:
- ათლეტის ფეხი (მიკოზი)
- ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)
- კონტაქტური დერმატიტი
- კანის T-უჯრედული ლიმფომა
- მშრალი კანი
- საზარდულის ეპიდერმოფიტია
- კავასაკის დაავადება
- პემფიგუსი
- ფსორიაზი
- მკრეჭელი ლიქენი (სხეულის)
- მკრეჭელი ლიქენი (სკალპის)
- ქუნთრუშა
- სებორეული დერმატიტი (სებორეა)
- წამლების გვერდითი ეფექტი
- სტაფილოკოკური ინფექციები
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი
- მზის დამწვრობა: დამაწყნარებელი საშუალებები
- ტოქსიური შოკის სინდრომი
როდის მივმართოთ ექიმს
დაურეკეთ ექიმს
კანის სიმშრალისგან ან სუსტი მზის დამწვრობისგან გამოწვეული აქერცვლა არ მოითხოვს სამედიცინო დახმარებას. მისსამკურნალოდ საკმარისია აფთიაქში ნაყიდი ლოსიონების გამოყენება. თუ ეჭვი გაქვთ აქერცვლის გამომწვევ მიზეზზე ან აქერცვლა მწვავედ მიმდინარეობს, დაურეკეთ ექიმს სანამ ლოსიონებითა თუ სხვასაშუალებებითთვითმკურნალობას დაიწყებთ.