ტკივილი მენჯის არეში
სიმპტომის აღწერა
მენჯის ტკივილი ვითარდება მუცლის ქვედა ნაწილსა და მენჯის არეში. ქალებში მენჯის ტკივილი შეიძლება მოიცავდეს შარდ-სასქესო სისტემიდან, კუნთებიდან და ძვლებიდან აღმოცენებულ ტკივილებს.
ტკივილის წყაროს მიხედვით, ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ ან მჭრელი. იგი შეიძლება იყოს მუდმივი ან ხანგამოშვებითი და იგი შეიძლება იყოს სუსტი, საშუალო ან ძლიერი. მენჯის ტკივილი ხანდახან შეიძლება გადაეცეს ზურგის ქვემო ნაწილს, დუნდულებს და ბარძაღებს.
მენჯის ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს უეცრად, მწვავედ და სწრაფად (მწვავე) ან დროთა განმავლობაში (ქრონიკული). ქრონიკილი მენჯის ტკივილი მოცავს მენჯის არეში ნებისმიერ მუდმივ ან ხანგამოშვებით ტკივილს, რომელიც რამდენიმე თვეზე მეტია არსებობს.
ხანდახან, მენჯის ტკივილი შეიძლება აღინიშნებოდეს მხოლოდ გარკვეულ მომენტებში, მაგალითად შარდვის ან სქესობრივი აქტის დროს.
გამომწვევი მიზეზი
ბევრ მდგომარეობას და დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს მენჯის ტკივილი. ხშირად, ქრონიკული მენჯის ტკივილი ერთზე მეტი მიზეზითაა გამოწვეული.
მენჯის ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს საჭმლის მომნელებელი და შარდსასქესი სისტემებიდან. ახლახან ექიმებმა დაასკვნეს, რომ მენჯის ტკივილი, განსაკუთრებით ქრონიკული, შეიძლება აღმოცენდეს მენჯის ფსკერის კუნთებიდან და შემაერთებელი ქსოვილიდან (იოგები). იშვიათად, მენჯის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მენჯის ნერვების გაღიზიანებისგან.
ქალის სასქესო სისტემა
ქალის სასქესი სისტემიდან აღმოცენებული მენჯის ტკივილი შეიძლება შემდეგმა მდგომარეობებმა გამოიწვიონ:
- ადენომიოზი
- ენდომეტრიოზი
- მენსტრუალური კრუნჩხვები (დისმენორეა)
- ექტოპიური ფეხმძიმობა (ან სხვა ორსულობასთან დაკავშირებული მდგომარეობა)
- მუცლის მოშლა (20 კვირამდე) ან ნაყოფის საშვილოსნოსშიგა სიკვდილი
- ოვულატორული ტკივილი
- საკვერცხეების სიმსივნე
- საკვერცხის კისტები
- მენჯის ანთებითი დაავადება
- საშვილოსნოს ფიბროიდები
- ვულვოდინია
სხვა შესაძლო მიზეზები კაცებში და ქალებში
სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზები კაცებსა და ქალებში:
- აპენდიციტი
- ნაწლავის სიმსივნე
- ქრონიკული ყაბზობა
- კრონის დაავადება
- დივერტიკულიტი
- ფიბრომიალგია
- საზარდულის თიაქარი
- შემაერთებელქსოვილოვანი ცისტიტი (აგრეთვე ეწოდება მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი)
- ნაწლავების ობსტრუქცია
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- კენჭები თირკმელში
- წარსულში ფიზიკური ან სქესობრივი ძალადობა
- მენჯის ფსკერის კუნთების სპაზმები
- პროსტატიტი
- წყლულოვანი კოლიტი
- საშარდე გზების ინფექცია
როდის მივმართოთ ექიმს
თუ მენჯის ტკივილი განგივითარდათ უეცრად, ეს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვდეს. აუცილებლად შეამოწმებინეთ ექიმს მენჯის ტკივილი თუ იგი არის ახალგანვითარებული, ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში ან დროთა განმავლობაში უარესდება.