შარდი უსიამოვნო სუნით
სიმპტომის აღწერა
შარდის უსიამოვნო სუნი შეიგრძნობა შარდის ორგანიზმიდან გამოსვლის მომენტში. ნორმაში შარდის სუნი სუსტია და ნაკლებად შეიგრძნობა. ხანდახან, შარდის სუნი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს მოტკბო ან მომჟავო. ეს რაიმე პათოლოგიაზე ან პრობლემაზე აღძრავს ეჭვს.
გამომწვევი მიზეზი
შარდის სუნი დამოკიდებულია თირკმლის მიერ მრავალი ნივთიერებების გამოყოფის სიდიდესა და კონცერნტრაციაზე. ნორმაში შარდი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, თითქმის უსუნოა. თუ შარდი მაღალკონცენტრირებული ხდება, ანუ შეიცავს დიდი რაოდენობით გამოყოფილ პროდუქტებს და ცოტა წყალს, შარდმა შეიძლება ძლიერი ამიაკის სუნი მიიღოს.
ბევრ საჭმელს და მედიკამენტს, მაგალითად სატაცურს ან ზოგიერთ ვიტამინს, შეუძლია შეცვალოს შარდის სუნი. ხანდახან, განსხვავებული შარდის სუნი შეიძლება მიანიშნებდეს შემდეგ სამედიცინო მდგომარეობასა თუ დაავადებაზე:
- შარდის ბუშტის ინფექცია
- ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება)
- გაუწყლოება
- დიაბეტური კეტოაციდოზი (სისხლში მჟავა ნაერთების, კეტონების მაღალი კონცენტრაცია)
- გასტროინტესტინურ-შარდის ბუშტის ფისტულა (პათოლოგიური კავშირი ნაწლავებსა და შარდის ბუშტს შორის)
- ნეკერჩხლის სიროფის სინდრომი (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც გართულებულია ზოგიერთი ამინომჟავას დაშლა)
- მეტაბოლური დარღვევა (დარღვევა საკვების ენერგიაში გარდაქმინის პროცესში)
- მეორე ტიპის დიაბეტი (გაუკონტროლებელი)
- საშარდე გზების ინფექცია
როდის მივმართოთ ექიმს
შარდის სუნის ცვლილებები უმეტესად დროებითია და არ მიუთითებს სერიოზულ დაავადებაზე. თუმცა ხანდახან უჩვეული სუნის შარდი შეიძლება დაკავშირებული იყოს ფარულად მიმდინარე დაავადებასთან. თუ შეწუხებული ხართ სუნიანი შარდით, გაესაუბრეთ ექიმს.