ენის სიყვითლე
სიმპტომის აღწერა
ენის სიყვითლე — ენის ყვითელი შეფერილობა – ჩვეულებრივ არის დროებითი, უვნებელი პრობლემა. ყველაზე ხშირად ენის სიყვითლე არის ადრეული ნიშანი პათოლოგიის, რომელიც ცნობილია, როგორც შავი თმიანი ენა. იშვიათად, ენის სიყვითლე შეიძლება იყოს სიყვითლის ნიშანი. სიყვითლეს ახასიათებს თვალებისა და კანის მოყვითალო შეფერილობა და მიანიშნებს ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემაზე.
ჩვეულებრივ, თვითმკურნალობა საკმარისია ენის სიყვითლის სამკურნალოდ თუ იგი არ არის დაკავშირებული რაიმე სხვა დაავადებასთან.
გამომწვევი მიზეზი
ენის სიყვითლე ჩვეულებრივ ვითარდება ენის ზედაპირზე არსებულ პატარა გამონშვერებზე (პაპილა) კანის მკვდარი უჯრედების დაგროვების შედეგად. ყველაზე ხშირად ეს ხდება როცა პაპილები ზომაში იზრდებიან და პირში არსებული ბაქტერიები წარმოქმნიან ფერად პიგმენტებს.
აგრეთვე, ნორმაზე გრძელ პაპილებში შეიძლება გაიჭედონ თამბაქოთი, საკვებითა და სხვა ნივთიერებებით შეღებილი ჩამოფრქცვნილი უჯრედები. პირით სუნთქვა და პირის სიმშრალე აგრეთვე შეიძლება დაკავშირებული იყოს ენის სიყვითლესთან.
ენის სიყვითლის სხვა გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
- შავი თმიანი ენა
- გეოგრაფიული ენა
- სიყვითლე
როდის მივმართოთ ექიმს
ენის სიყვითლე ექიმის მკურნალობას არ მოითხოვს. თუ გაწუხებთ ენის შეფერილობა, სცადეთ ენის ნელა გახეხვა დღეში ერთხელ წყალბადის ზეჟანგის 20%-იანი ხსნარით. შემდეგ რამდენჯერმე გამოივლეთ პირში წყალი.
მოწევისთვის თავის დანებებას და საკვებ რაციონში უჯრედისის გაზრდას შეუძლია შეამციროს პირში ბაქტერიების რაოდენობა და მკვდარი უჯრედების დაგროვება.
დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, თუ:
- თქვენ შეწუხებული ხართ ენის ხანგრძლივი ფერისცვლილებით
- თქვენ კანი ან თვალის თეთრი ნაწილი აგრეთვე ყვითელი გეჩვენებათ. ეს შეიძლება სიყვითლის მიმანიშნებელი იყოს.