მარნეულში ლაპაროსკოპიული ოპერაციები უკვე ადგილზეა ხელმისაწვდომი
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში ახალი სამედიცინო სერვისი ამოქმედდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკვე ხელმისაწვდომია ლაპარასკოპიული ოპერაციები, რომელსაც კლინიკის წამყვან სპეციალისტებთან ერთად თბილისიდან მოწვეული ქირურგები ჩაატარებენ. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკასთან და ახლო მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა სირთულეების ოპერაციების ჩატარებას, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რაც შეეხება ლაპარასკოპიულ ოპერაციებს, ეს ყველაზე ხშირად მოთხოვნადი სამედიცინო სერვისია, რადგან ნაკლები ტრავმაა, ნაკლები ტკივილია და ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდიც სულ რამდენიმე დღით შემოიფარგლება“ – განაცხადა ლევან წამალაიძემ. მისივე თქმით ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და თანამედროვე სტანდარტების დაცვით მუშაობს რაც საშუალებას იძლევა ადგილზე გაკეთდეს მცირეინვაზიური ქირურგიული ჩარევები. ,,ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მეტი უპირატესობა აქვთ ღია წესით ჩატარებულ ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით და ამიტომ მოთხოვნაც დიდია, კლინიკა სრულად უზრუნველყოფს ამ მოთხოვნას შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიითა და წამყვანი ქირურგების მეშვეობით“ – განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა დავით შუბითიძემ. კლინიკის დირექტორის ნინო კობერიძის განმარტებით სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის ყველა ის სამედიცინო სერვისი მოქმედებს, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს ადგილზე მიიღოს მაღალკვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურება. ამ ეტაპზე მრავალპროფილურ ცენტრში ხელმისაწვდომი სერვისებია:
- სტაციონარული მომსახურეობა
- 24 საათიანი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
- ინტენსიური თერაპია
- კარდიოლოგია/კორონაროგრაფია/სტენტირება
- თერაპია
- ნევროლოგია
- პედიატრია
- ქირურგია/ლაპარასკოპიული, ქირურგია/ანგიოქირურგია
- ონკოლოგია/ ონკო მამოლოგია
- ორთოპედია/ტრამვატოლოგია
- ოტორინოლარინგოლოგია (ყელყური)
- 24 საათიანი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია
- ციფრული რენტგენი
- ულტრასონოგრაფია, დოპლერი
- ენდოსკოპია
- კომპიუტერული ტომოგრაფია
„ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია პაციენტებისათვის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების ადგილზე ხელმისაწვდომობაზე, მაქსიმალურად ვთავაზობთ იმ კონკრეტულ სიახლეებს რაზეც განსაკუთრებული მოთხოვნაა რეგიონში. გარდა ამისა ვცდილობთ სხვადასხვა აქციების ფარგლებში ჩვენს პაციენტებს შესაძლებლობა მივცეთ ადგილზე მიიღონ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება თუ კონსულტაცია მოწვეული მაღალკვალიფიციური ექიმებისგან“ – განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო კობერიძემ.
წყარო:
https://marneulifm.ge/ka/marneuli/article/61630-marneulis-jeo-hospitalsi-s-mravalprofilurma-samedicino-centrma-akhali-servisebi?fbclid=IwAR3y25eM-xqC2eFd_Z6lOYRf-p55yxm7rhxJcn69WOIhS0vlkZHqexqcc7U