ადრეული ასაკიდან ფიზიკური ვარჯიში ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ცხოვრების გვიან პერიოდში
ახალი კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ადრეული ასაკიდან (18 წელი) ფიზიკური ვარჯიში, ნორმალური სხეულის მასის ინდექსის შენარჩუნება 37%-ით ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ცხოვრების გვიან პერიოდში. აშშ-ში ინსულტი ერთ-ერთი წამყვანი დაავადებაა სიკვდილიანობის მხრივ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ყოველწლიურად აშშ-ში 795,000-ზე მეტ ადამიანს ემართება ინსულტი, ხოლო აქედან 130,000 კი იღუპება.