აკვა-აერობიკა
სპორტის ერთ- ერთი სახეობაა აკვა-აერობიკა რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანებზეა გათვლილი. ვარჯიშის დროს აქტიურდება ყველა ჯგუფის კუნთი, იზრდება გულის კუნთის ძალა და გამძლეობა. დადებითად მოქმედებს სახსრებზე. მიზანშეწონილია მათთვის, ვისაც ხერხემლის თიაქარი აწუხებს. აგრეთვე ხსნის სტრესს და ამცირებს დაძაბულობას. ყველაზე ეფექტური საშუალებაა წონის კორექციისთვის.