ალკოჰოლის სუნმაც კი შესაძლოა დააქვეითოს ადამიანის ქცევითი კონტროლი
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ ალკოჰოლის სუნმაც კი შესაძლოა დააქვეითოს ადამიანის ქცევითი კონტროლი, გამოიწვიოს აგზნებადობა, გაძლიერებული ნერწყვდენა. აშშ-ის დაავადების კონტროლის ცენტრის მონაცემების თანახმად 2010-2012 წლებში ამერიკაში ყოველდღიურად 6 ადამიანი იღუპებოდა ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის შედეგად. აქედან 76%-იყო 35-64 წლის მამრობითი სქესის პირები.