აქცია ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში
17 და 23 თებერვალს ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოწვეული ოფთალმოლოგის ნიკოლოზ ჩუბინიძის მიერ ჩატარდა უფასო გასინჯვები და კონსულტაციები. აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაცია გაეწია 120 პაციენტს. მათ შორის გამოვლინდა ათამდე საოპერაციო პაციენტი.
ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მსგავსი აქცია იგეგმება 2 მარტს.