აქცია ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში

28 თებ, 2018

17 და 23 თებერვალს  ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო  ცენტრში მოწვეული ოფთალმოლოგის ნიკოლოზ ჩუბინიძის  მიერ ჩატარდა უფასო გასინჯვები და კონსულტაციები. აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაცია გაეწია 120 პაციენტს. მათ შორის გამოვლინდა ათამდე საოპერაციო პაციენტი.

ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მსგავსი აქცია იგეგმება 2 მარტს.