აშშ-ში ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი ავადდება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული დაავადებებით
ახალი სტატისტიკური მონაცემებით აშშ-ში ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი ავადდება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული დაავადებებით, რაც სიკვდილიანობის 23000 შემთხვევას იწვევს. ექსპერტების აზრით ეს გამოწვეულია ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენებით. მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს ანტიბიოტიკების დანიშვნა შემთხვევათა 50%-ში არ იყო საჭირო, ხოლო საერთო შემთხვევათა 30% ანტიბიოტიკის დანიშვნას არ საჭიროებდა.