ათი ყველაზე სასარგებლო საკვები თქვენი ორგანიზმისთვის
- ვაშლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ასევე აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლს ორგანიზმში.
- ნუში მდიდარია ვიტამინებით და ელექტროლიტებით. ნუში შეიცავს ვიტამინ E, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ბოჭკოვან ნაერთებს.
- ბროკოლი მდიდარია C ვიტამინით, კალიუმით, კალციუმით, ბოჭკოვანი ნაერთებით, ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს.
- მოცხარი მდიდარია ბოჭკოვანი ნაერთებით და ანტიოქსიდანტებით. ცნობილია, რომ მოცხარი აქვეითებს ორგანიზმში ქოლესტეროლის დონეს, ასევე ხელს უწყობს წონაში კლებას.
- თევზის ცხიმს, რომელიც ცნობილია ომეგა 3-ის სახელით, დიდი რაოდენობით შეიცავს სკუმბრია, კალმახი, ორაგული. ომეგა 3 აქვეითებს ადამიანის ორგანიზმში ქოლესტეროლის დონეს. ასევე თევზის ცხიმი მდიდარია A და C ვიტამინებით.
- ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული როგორიცაა ისპანახი და კომბოსტო, დიდი რაოდენობით შეიცავს A, C და B6 ვიტამინებს, კალიუმს, თუთიას, ფოლიუმის მჟავას, კალციუმს, მაგნიუმს და რკინას. ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
- ტკბილი კარტოფილი მდიდარია ბოჭკოვანი ნაერთებით, A, C და B6 ვიტამინებით, ასევე შეიცავს კალციუმს, რკინას, ცილებს.
- ხორბალი მდიდარია E ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით.
- ავოკადო შეიცავს K, B, E ვიტამინებს, კალიუმს, ამცირებს ქოლესტეროლის დონეს ორგანიზმში.
- შვრია არეგულირებს ორგანიზმში ქოლესტეროლის დონეს. მდიდარია B ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით, ომეგა-3-ით, კალიუმით.