აუხსნელი წონაში კლება

24 მაი, 2022
   აუხსნელი წონაში დაკლება არის წონაში დაკლება მცდელობის გარეშე – თუ ეს არის მკვეთრი და მდგრადი, შეიძლება იყოს ნიშანი სერიოზული პათოლოგიის. მიღებულია სხეულის მასის 5% მეტის დაკარგვა 6 თვეში, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში ითვლება აუხსნელ წონაში კლებად. მაგალითად, ადამიანი, რომელიც იწონის 72კგ – 3,6 კგ დაიკლო, 90 კგ – 4,5 კგ.

   აუხსნელი წონაში კლება შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო მიზეზით.

   შესაძლო მიზეზები: ედისონის დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის დაავადებები, ტუბერკულოზი, კიბო, ცელიაკიის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, უმადობა, ქოლეცისტიტი, დემენცია, დეპრესია, შაქრიანი დიაბეტი, აივ ინფექცია/შიდსი, ჰიპერკალცემია, ჰიპერთირეოიდიზმი, ჰიპოთირეოიდიზმი, პარკინსონის დაავადება, ნარკოტიკების, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.

http://www.mayoclinic.org/diseases-conditions