აუტიზმი ბავშვებში
აუტიზმი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება შეზღუდული სოციალური ურთიერთობებით, შეზღუდული ქცევებით და ინტერესის დაქვეითებით. უფრო ხშირად გვხვდება მამრობით სქესში ვიდრე მდედრობითში.
აუტიზმის გამომწვევი მიზეზები ხშირად უცნობია, თუმცა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის დროს დედის მიერ გადატანილმა ვირუსულმა დაავადებებმა, როგორიცაა წითურა, ციტომეგალოვირუსი. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფენილკეტონურიამ. აუტიზმის დროს დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: ბავშვი არ პასუხობს საკუთარი სახელის დაძახებაზე, უჭირს სახის მიმიკების გამოხატვა, არ ლაპარაკობს ან ლაპარაკს იწყებს მოგვიანებით, დაქვეითებული აქვს სიტყვების და წინადადებების წარმოთქმის უნარი, საუბრობს დაძაბული ტონით, ლაპარაკის დროს შეიძლება გამოიყენოს სიტყვების მაგივრად მუსიკალური ტონები, მკვეთრად აქვს დაქვეითებული წინადადების აღქმის უნარი, ვერ გამოხატავს ემოციებს, შეგრძნებებს.
დიაგნოზის დასმა ძირითად ხდება 1 წლიდან 3 წლის ასაკში, იკრიბება მშობლებისგან ბავშვის ქცევის და კომუნიკაციის ანამნეზი, ფასდება ბავშვის მენტალური სტატუსი, ასევე უტარდება სხვა ვერბალური ტესტები, რის საფუძველზეც ისმება აუტიზმის დიაგნოზი.
მკურნალობა მოიცავს სოციალურ კომუნიკაციას, ქცევითი ხასიათის კონტროლს, გამოთქმის და ლაპარაკის თერაპიას. აუცილებელია მშობლების განათლება ბავშვთან ურთიერთობის შესახებ.