ბაღდათში “ჯეო ჰოსპიტალსი” ატარებს ძუძუს უფასო კვლევებს

22 ივლ, 2020

20, 21 და 22 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბაღდათში, ჯეო ჰოსპიტალსის ამბულატორიულ ცენტრში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მობილური ჯგუფი (მამომობილით ), ჩაატარებს ძუძუს უფასო კვლევებს, რომელიც უფასოა 40-დან 70 წლის ჩათვლით და ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას და გასინჯვას მამოლოგის მიერ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიურ კვლევას და ბიოფსიას და ციტოლოგიურ კვლევას. ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, რომელიც უფასოა 25-დან 60 წლის ჩათვლით და ითვალისწინებს პაპ–ტესტს.