ბავშვები და მხედველობის პრობლემები
ბავშვებში მხედველობის პრობლემები უმეტესად 6- დან 12- წლამდე ასაკში ვლინდება.
როგორ ავირიდოთ ბავშვებში თავიდან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები?
ოფთალმოლოგების რჩევები:
- დღის განმავლობაში მობილურისა და კომპიუტერის ეკრანთან ურთიერთობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.
- ბავშვმა უნდა იმეცადინოს კარგად განათებულ ოთახში.
- წიგნი და რვეული თვალს 30-33 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული.
- ასევე მხედველობის განტვირთვისთვის შეასრულებინეთ თვალის მარტივი ვარჯიშები – რამდენჯერმე გადაიტანეთ მზერა ახლომდებარე საგნიდან შორს მდებარეზე და პირიქით.