,,ბიზნეს რეიტინგი“ -კორონავირუსი და ჰოსპიტალური სექტორის მდგრადობა
კერძო ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე, ჯანდაცვის ეკონომიკაზე და პანდემიის ფონზე მიღებულ გამოცდილებასა და რეგიონებში მიმდინარე სამედიცინო სერვისების განვითარების საკითხებზე ისაუბრა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ გადაცემა ,,ბიზნეს პარტნიორში“. მისი განცხადებით კერძო ჰოსპიტალურმა სექტორმა ,პირველი შოკური ეფექტი გადალახა. მიღებული გამოცდილებით კი დღეს უკვე შესაძლებელია ,ინფიცირებულ პაციენტთა ეფექტური მართვა.
,,ჯანდაცვის სამინისტროსთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, ეს მძიმე შოკური პერიოდი ყველამ ერთად გადავიტანეთ, სახელმწიფო სექტორისა და მსოფლიო გამოცდილების ფონზე ,უკვე ვიცით როგორ ვმართოთ პაციენტი, როგორ დავცალოთ საჭიროების შემთხვევაში24 საათში კლინიკა და მოვერგოთ გამოწვევებს, ისე რომ, არ დავაზარალოთ ის პაციენტები რომლებიც სხვადასხვა ჩივილებით აკითხავენ ჩვენს სამედიცინო ცენტრებს,მომართვიანობა კი საკამაოდ მაღალია. პარალელურად სწრაფ რეჯიმში დავიწყეთ ბოქსირებული პალატების დამატება, მაღალ ტემპში ვაწარმოებთ სარემონტო სამუშაოებს , იქ სადაც მარტო ჩვენი კლინიკებია ვანსა და დუშეთში, ზესტაფონში ,ასევე სხვა რეგიონებში დავამატეთ ყველა ტიპის სერვისი , რაც ადგილზე წლებია ხელმისწვდომი არ იყო მოსახლეობისთვის“-აღნიშნა კობახიძემ , რომლის თქმითაც პანდემიურ რეჟიმში კერძო სექტორი სრულად ათვიცნობიერებს იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც სახელმწიფოსთან გვერდში დგომას და ერთიანობის მზაობაში გამოიხატება. მისივე თქმით ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალური მობილიზებისთვის და რესურსების სწორი და ეფექტური მართვისთვის, მნიშვნელოვანია უსიმპტომო პაციენტების ბინაზე, დისტანციურად მკურნალობის პროცესზე გადასვლა.
მიმდინარე დისკუსიის ფარგლებში, ნინა კობახიძემ, სეზონური გრიპის მოახლოების გამო , სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორს , გრიპის ვაქცინაციის დროულად დაწყებისკენ მოუწოდა, რადგან ,მისივე თქმით აცრების დროულად დაწყება კორონავირუსის ფონზე ახლა უკიდურესაც აქტუალურია. ,, ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ მხრიდან უკვე დგას საკითხი რეგიონებში გრიპის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე , თუმცა იმის გამო რომ ჯერ ფარმაცევტულ კომპანიებს ბაზარზე კერძო სექტორისთვის ვაქცინა არ შემოუტანია, აცრების დაწყება შეუძლებელია. კერძო სექტორი მოლოდინის რეჟიმში ვართ“- აღნიშნა კობახიძემ. გადაცემის მსვლელობისას მხარეებმა , პირველადი ჯანდაცვის ,კერძო დაზღვევის და სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების სწორი პოლიტიკის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.