ბლეფარიტი – თვალის ქუთუთოს ანთება

24 მაი, 2022
ბლეფარიტი თვალის ქუთუთოს ანთებაა, რომელიც შესაძლებელია იყოს მწვავე და ქრონიკული. ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი მიზეზია ბაქტერია.

 

ბლეფარიტის სიმპტომებია: ქუთუთოს ქავილი, წვის შეგრძნება, სიწითლე, შეშუპება, სინათლის შიში, ზოგჯერ ვითარდება თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, წამწამების ცვენა.

ბლეფარიტის დიაგნოსტირება ხორციელდება დეტალური ანამნეზის შეკრებით, სიმპტომატიკით, ოფთალმოლოგიური გასინჯვით.

მწვავე ბლეფარიტის მკურნალობა მოიცავს ტოპიკურ ანტიბიოტიკებს, ანტივირუსულ მკურნალობას. ტოპიკალურ კორტიკოსტეროიდებს.

ქრონიკული ბლეფარიტის შემთხევაში რეკომენდირებულია ქუთუთოს ჰიგიენა, თბილი საფენების კომპრესი, რთულ შემთხვევაში რეკომენდირებულია ანტიბიოტიკოთერაპია.