ბორჯომის სამედიცინო ცენტრში პფაიზერით აცრები დაიწყო
ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით ადგილზე მობილიზებულია დამატებითი სერვისები , სადაც ვირტუალური კაბინეტების ფარგლებში მსურველებს აცრის გაკეთების საშუალება აქვთ. ,,მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მეტი ჩართულობის მიზნით მოქალაქეებს ადგილზე ვარეგისტრირებთ რომელთაც „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით სურთ აცრა , რაც შეეხება პფაიზერს, იმუნიზაციის პროცესში დღეიდან ჩავერთეთ და ყველა ჯავშანი შევსებულია“-განაცხადა ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ. მისივე თქმით მოსახლეობის მეტი ჩართულობის მიზნით , კომპანია ორჯერად აცრილ მოქალაქეებს ლაბორატორიულ , ინსტრუმენტულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე 30 % ფასდაკლებას სთავაზობს.
ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული როგორც კოვიდ ინფიცირებულთა მართვაში ასევე ვაქცინაციის ფართომასშტაბიან კამპანიაში. ცენტრში რამდენიმე კაბინეტი მოქმედებს და ამ დროისთვის ადგილები სრულად დაჯავშნილია. ადგილზე გაშლილია სამხედრო კარავიც სადაც უსაფრთხო გარემოში , ვაქცინირებული მოქალაქეების დაყოვნების სივრცეა შექმნილი. საყოველთაო აცრის მიმდინარეობის პროცესს ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესში ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელი 11 სამედიცინო დაწესებულებით არის ჩართული, რომლებშიც 15 იმუნიზაციის კაბინეტია მობილიზებული და 23 სამედიცინო გუნდი ახორციელებს მომსახურებას..
https://www.youtube.com/watch?v=9Gz-7T4V7Vs