ბორჯომობა 2015

29 აგვ, 2015

   29 აგვისტოს ბორჯომში გაიმართა ბორჯომობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სადაც ჩატარდა შეჯიბრება ჯომარდობაში. დაშვება მოხდა მდინარე მტკვარზე  11 კილომეტრიან მონაკვეთზე. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა ათასამდე მონაწილე, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’- ის წარმომადგენლები წარსდგნენ 6 კაციანი გუნდით და ძლიერი კონკურენციის მიუხედავად გამარჯვება მოიპოვეს. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები: გიორგიყიფიანი (ფინანსური მენეჯერი);  დავით გუნდიშვილი (ქირურგი); გიორგი ლიპირიდი (ტექ.მენეჯერისასისტენტი); რუსუდან კორბესაშვილი (რეგისტრატორი); ანნა მაჭავარიანი ( რეგისტრატორი); გვანცა გუნდიშვილი (რეზერვი)  
  ვულოცავთ მათ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!