ბორჯომში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ორგანიზებით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
მოწვეული და ადგილობრივი ექიმებით დაკომპექტებული, მაღალკვალიფიციური მედიკოსთა ჯგუფი, ბორჯომს უფასო სამედიცინო მომსახურების აქციის ფარგლებში ეწვია. მოსახლეობამ ადგილზე წამყვანი სპეციალისტებისგან სხვადასხვა ტიპის მომსახურება მიიღეს. გასვლითი აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება მიეცა, კარდიოლოგის,ენდოკრინოლოგის, უროლოგის და ბავშვთა ნევროლოგისგან უფასო კონსულტაცია, კვლევები და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დანიშნულება მიეღო.
ბორჯომის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი დიასამიძის განცხადებით, მსგავსი აქტივობები, მოსახლეობის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომავალშიც გაგრძელდება. 27 ივნისს,ბორჯომში გამართულ უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა ალადაშვილის, ,,ჯეო ჰოსპიატლის „მცხეთის და მარნეულის წამყვანმა მედიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა.