ბოტულიზმი

24 მაი, 2022

იშვიათი, მაგრამ მძიმე ინფექციაა, მისი გამომწვევია ბაქტერიის მიერ გამოყოფილი ტოქსინი, რომელიც აზიანებს უმთავრესად ცენტრალურ ნერვულ სისტემას. როგორ ხვდება ორგანიზმში ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიები?
წყარო ხშირად სახლის პირობებში დახუფული საკვებია(არასაკმარისად გასტერილებული ასევე კუსტარულად შებოლილი თევზეული და ლორი).
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილი ტოქსინი ფერმენტების ზემოქმედებით არ იშლება. შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანიდან და სისხლით მთელ ორგანიზმში ვრცელდება. ძირითადად 18–36 საათში დავადება ვლინდება. მხედველობის გაორებით, არტიკულაციის და ყლაპვის დარღვევით და თვალის ქუთუთოს დამბლით.