ბრინჯი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა
მნიშვნელოვანი წყაროა B ჯგუფის ვიტამინების, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციობას. დადებითად მოქმედებს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე. რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებების დროს, ასევე წონაში კლებისას, რადგან მასში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმი ანეიტრალებს ორგანიზმში საკვები პროდუქტებიდან მიღებული მარილის მოქმედებას.
გაითვალისწინეთ: ბრინჯის მიღების დროს, რაც უფრო მაგრად არის მოხარშული ბრინჯის მარცვლები, მით უფრო მცირე რაოდენობითაა სასარგებლო მინერალები და ვიტამინები მასში.