ბროკოლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია
ბროკოლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია, რომელიც შეიცავს ვიტამინებს A, K, C, B -ს. ასევე შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო მინერალურ მარილებს, როგორიცაა კალიუმი, რკინა, ფოსფორი, სელენიუმი, მაგნიუმი. ბროკოლს პირველი ადგილი უჭირავს კიბოსთან მებრძოლ ბოსტნეულთა კატეგორიაში. აგრეთვე ბროკოლი რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. ბროკოლი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავში არსებული წყლულებისა თუ სხვა დარღვევების მკურნალობას და მათ პროფილაქტიკას.