ბრონქიტი

24 მაი, 2022

ზამთარში ინფექციებისა და ვირუსების რისკი იზრდება. აღნიშნულ პერიოდში ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება მწვავე ბრონქიტია. იგი ძირითადად იმავე ვირუსებითაა გამოწვეული, რომლებიც გაციებასა და გრიპს იწვევენ და გრძელდება ერთიდან სამ კვირამდე .
ბრონქიტი- ბრონქების ანთებითი დაავადებაა. ყველაზე ხშირად ავადდებიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები. ასევე მაღალია მისი სიხშირე 9-15 წლის ბავშვებში და ვლინდება ხველით . თავდაპირველად მშრალი, შემაწუხებელი,ხოლო შემდგომ ჩნდება ნახველი-ყვითელი ან მომწვანო ფერის, დისკომფორტით გულ-მკერდის არეში,ზოგადი სისუსტით, ქოშინით, ცხელებით 37-38-გრადუსი .
ბრონქიტის შემთხვევათა უმრავლესობა მკურნალობის გარეშე, რამდენიმე კვირაში ალაგდება. ამ დროს სასურველია მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე: ხილის წვენი, უგაზო მინერალური ან უბრალო წყალი. სიცხის დამწევი პრეპარატები უნდა მიიღოთ იმ შემთხვევაში ,თუ ტემპერატურა მიაღწევს 38-38,5 გრადუსს.
პრევენცია -სწორი კვება,ვიტამინებით სავსე პროდუქტების (ხილი, ზამთრის პერიოდში – ციტრუსები) მიღება. ფიზიკური აქტივობა.