ბრტყელტერფიანობა
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა .რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოვავლენთ ბრტყელტერფიანობის ნიშნებს და დროულად დავიწყებთ მკურნალობას ადვილად ავიცილებთ თავიდან დაავადებებს, რომელსაც ბრტყელტერფიანობა იწვევს. (მძიმე ფეხის სინდრომი, ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი და სხვ. )
როგორ ამოვიცნოთ ბრტყელი ტერფი?
კლინიკური ნიშნებია:ტერფის დაგრძელება,ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება, ტერფის ტკივილი კოჭ-წვივის სახსრის დატვირთვის შემდეგ, ადვილად დაღლა,სიმძიმის შეგრძნება ფეხებში .
ბრტყელტერფიანობა აუცილებლად საჭიროებს კომპლექსურ მკურნალობას და მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურას,აპარატულ ფიზიოთერაპიას,ბალნეოთერაპიას.