ბუნიონი ეს არის ტერფის ცერა თითის დეფორმაცია

24 მაი, 2022
ბუნიონი ეს არის ტერფის ცერა თითის დეფორმაცია, რომლის დროსაც ვითარდება სახსრის გაფართოება ცერა თითის ძირში. სახსრის დაზიანება დროთა განმავლობაში განიცდის პროგრესს. განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით ან წლების განმავლობაში შეუსაბამო, არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარებით.

როგორ შევამციროთ ბუნიონის დროს ტკივილი და სახსრის დაზიანების პროგრესირება ქირურგიული ჩარევის გარეშე?

  • შეინარჩუნეთ ნორმალი წონა (წონაში მომატება აძლიერებს ტკივილს).
  • ფეხსაცმელში გამოიყენეთ სუპინატორი, რომელიც დაგეხმარებათ სწორად დადგათ ტერფი.
  • ჩაიცვით შალის წინდები, ადგილობრივად დაიდეთ თბილი კომპრესიები, ჩაიტარეთ მასაჟი.
  • ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს ადექვატური სივრცე თითებისთვის.
  • ტკივილის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები.