C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ში

28 ივლ, 2015

ყოველწლიურად 28 ივლისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორები აღნიშნავენ ჰეპატიტის მსოფლიო დღეს, რომლის მიზანია ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტებისა და იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც შესაძლოა გამოწვეულ იქნეს მის შედეგად. საქართველოში ექსპერტების მონაცემებით 200 000 ადამიანი C ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 6,7% შეადგენს! დაავადების გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის კლინიკებში ჩატარდა ინფორმაციული სახის ღონისძიება, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება C ჰეპატიტის შესახებ, თუ რამდენად საშიშია იგი და თუ რა სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ასევე შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ის ქსელში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით პაციენტებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის დასადგენი უფასო ანალიზები.