ჭარხალი
ჭარხლის, როგორც ფესვი ,ასევე ფოთლები მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით. მისი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე, რადგან მას შეუძლია ორგანიზმი მასში შემავალი ვიტამინებითა და სხვა ნივთიერებებით გაამდიდროს . შეიცავს B, C და P ვიტამინებს.მიკროელემენტებს, კერძოდ, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს, რაც მეტად საჭიროა ყველა ორგანოსა და უჯრედის ნორმალური მუშაობისთვის.
სასარგებლო თვისებები: მასში შემავალი რკინა და კობალტი ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს. მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აღიარებული საშუალებაა შეკრულობის საწინააღმდეგოდ და ხელს უწყობს ყაბზობის განკურნებას მასში არსებული უჯრედისის წყალობით. აგრეთვე სასარგებლოა ორსულობის ადრეულ ვადებში. მასში შემავალი ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირებას.
ჭარხალი სასარგებლოა ნებისმიერი სახით როგორც მოხარშული ,ასევე უმი. მასში შემავალი მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები თერმული დამუშავების შედეგად არ იშლება.
მოხარშული ჭარხალი შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა.