ჭიათურაში ️მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმუნიზაციის პროცესს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის საექიმო გუნდი უზრუნველყოფს
ჭიათურაში ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის საექიმო ბრიგადები მასობრივი იმუნიზაციისცენტრის მუშაობაში ჩაერთნენ. ცენტრის გახსნამდე ქალაქის მასშტაბით იმუნიზაციის კაბინეტები ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის კლინიკაში მოქმედებდა.
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის ქსელი აქტიურად არის ჩართული კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პროცესს და მართვას. ასევე სპეციალურად გადამზადებული მედიკოსთა ჯგუფები აქტიურად ახორციელებენ მოსახლეობის აცრებს. მომატებული მომართვიანობის შემდეგ კი ,,ჯეო ჰოსპიტალს“-მა იმუნიზაციის კაბინეტების რაოდენობა გაზარდა, რამაც პროცესის მასშტაბურობას შეუწყო ხელი.“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ტაბაღუამ.
იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად რამდენიმე ასეული ადამიანის აცრას. ადგილზე ხელმისაწვდომია “Pfizer”-ის, “Sinovak”-ისდა “Sinopharm”-ის( მხოლოდ მეორე დოზა)ვაქცინები.
ჭიათურაში ️მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი პირველი საჯარო სკოლის სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა. ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.