ჩიყვი

24 მაი, 2022

ჩიყვი მოსახლეობაში გავრცელებული დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა , სტატისტიკის თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში .

ჩიყვი – კლინიკური ცნებაა და ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ნიშნავს . არსებობს მრავალი პათოლოგია, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას იწვევს. გადიდების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი იოდის დეფიციტია. სიმპტომები : მადის დაქვეითება, ადვილად დაღლა, უგუნებობა, მეხსიერების გაუარესება, თმის ცვენა, იმუნიტეტის დაქვეითება, ხელისგულების ოფლიანობა და სხვა. იოდი ადამიანის ორგანიზმში არ წარმოიქმნება. მიეწოდება ცხოველური (57%) და მცენარეული (33%) საკვების მეშვეობით.

იოდით პროფილაქტიკა ბავშვობიდან, ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში უნდა დაიწყოს. პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია იოდის შემცველი პროდუქტების მიღება: ყველი, კარაქი, ხაჭო, კვერცხი, ყავა, ფეიხოა, ლიმონი, გოგრა, ვაშლი.ასევე ზღვის პროდუქტები როგორიცაა: ზღვის კომბოსტო და ხიზილალა.

გაითვალისწინეთ! რომ იოდშემცველი პროდუქტების თერმული დამუშავება იოდის ოდენობას ამცირებს.