“ჩვენთან ყველა სიცოცხლე გუნდური გამარჯვებაა!“ – წარმატების ისტორია ზესტაფონიდან

28 ოქტ, 2025

“დიახ მე გადავრჩი!

დიახ თქვენ გაიმარჯვეთ!

დიახ! ზესტაფონი ერთი დიდი ოჯახია საუკეთესო სულის ადამიანებით, საუკეთესო ექიმებით, გონიერი და პროფესიონალებით სავსე!..მთელი ცხოვრება არ დავიღლები “’ჯეო ჰოსპიტალსი”-ს მადლიერებით”,-ემოციურ პოსტს პაციენტი ლიკა მახათაძე სოციალურ ქსელში აზიარებს.

“ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი პროფესიონალიზმმა და გუნდურმა ძალისხმევამ გადაარჩინა.

ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა, ლავიწის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა – ამ დიაგნოზით პაციენტი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის დეპარტამენტში მოთავსდა.

“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი კონსტანტინე ვარდანიძე: ,,ახალგაზრდა ქალი, მძიმე ტრამვებით და შოკურ მდგომარეობაში…წუთებში მიღებული გადაწყვეტილებები, ერთი მიზანი და ერთი გუნდი! ეს იყო დროის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველანი ერთ რიტმში ვმოქმედებდით: ქირურგი, ანესთეზიოლოგი, ექთნები – ყველა სიცოცხლის მხარეს! დღესაც მახსოვს მისი მადლიერებით სავსე გახელილი თვალები , რომელიც გვიღიმოდა და შიში აღარ ჩანდა…მაშინ თითქოს მთელმა გუნდმა ერთად ამოვისუნთქეთ. ეს არის ის წამი, რისთვისაც რეანიმაციაში ვმუშაობთ. ჩვენთან ყველა სიცოცხლე გუნდური გამარჯვებაა“.

გადაუდებელი დახმარების ექიმის მარინე ჭუმბურიძის, ოპერატორ- ტრავმატოლოგის გიორგი ფუტკარაძის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის კონსტანტინე ვარდანიძის, ასევე „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის გუნდის წევრების – სოფო ჭუმბურიძის, ლარისა დვალის, ნინო მაგრაქველიძის, მაკა კვეტენაძის, შორენა ბაბუაძე-კამკამიძის და სხვების ძალისხმევით, პაციენტი დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ოჯახს დაუბრუნდა.

 “ჯეო ჰოსპიტალსის” ქსელი 15 სამედიცინო ცენტრს აერთიანებს, რომელთაც საერთაშორისო აკრედიტაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის KTQ-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატი აქვთ მინიჭებული.