ცილა შარდში
ცილა შარდში (პროტეინურია) არის როდესაც შარდში ცილის რაოდენობა აღემატება ნორმას. მცირე რაოდენობით ცილას შარდი ყოველთვის შეიცავს, ეს ნორმაა და პათოლოგიაზე არ მიგვანიშნებს.
პროტეინურიის მიზეზი:
- მდგომარეობები, რომლებიც გარდამავლად იწვევენ შარდში ცილის კონცენტრაციის გაზრდას, მაგრამ არ არის თირკმლის დაზიანების ნიშანი: გადაციება, ემოციური სტრესი, ცხელება, მზის დაკვრა, ძლიერი ვარჯიში.
- დაავადებები, რომლებიც იწვევენ მდგრად ზრდას ცილის შარდში, არის თირკმლის დაზიანების ნიშანი: ამიოლოიდოზი, ზოგიერთი მედიკამენტი, ქრონიკული თირკმლის დაავადება, დიაბეტი, გლომერულონეფრიტი, გუდპასჩერის სინდრომი, გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, ჰოჯკინის ლიმფომა, ლეიკემია, მრავლობითი მიელომა, თირკმლის ან საშარდე სისტემის ინფექცია, ორთოსტატიკური პროტეინურია, პრეეკლამფსია, ორსულობა, რევმატოიდული ართრიტი, სარკოიდოზი.
- შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმა უნდა შეამოწმონ შარდში ცილის შემცველობა ერთხელ ან 2-ჯერ წელიწადში. ცილის რაოდენობის ზრდა შარდში შეიძლება იყოს ადრეული ნიშანი დიაბეტური თირკმლის დაზიანების.