ცხოველები რომლებიც ცხოვრობენ მწეველთა ოჯახებში
კვლევებით დადასტურდა, რომ ცხოველებში, რომლებიც ცხოვრობენ მწეველთა ოჯახებში იზრდება სიმსუქნის, უჯრედების დაზიანების და ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარების რისკი. აღნიშნული რისკები კატებში უფრო მაღალია ვიდრე ძაღლებში. მკვლევარების მოსაზრებით რისკები მცირდება, როდესაც ოჯახის წევრები თამბაქოს ეწევიან გარეთ.