ცხვირიდან სისხლდენა
(ეპისტაქსისი) მიზეზები და პირველადი დახმარება.
ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება მრავალმა პათოლოგიამ გამოიწვიოს: მაღალმა წნევამ, ცხვირის ლორწოვანის სიმშრალემ, ზოგიერთმა მედიკამენტმა, სისხლძარღვთა და სისხლის დაავადებებმა, ტრავმამ.
პირველადი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს – ადამიანი უნდა იჯდეს, ცხვირის ნესტოებთან ქსოვილის ნაჭერი მიადეთ, ცხვირზე დაადეთ ყინული ან ცივ სითხეში დასველებული ნაჭერი.
თუ სისხლდენა ძლიერია და არ შეწყდა, 10-15 წუთში. მიმართეთ გადაუდებლად ექიმს.
ცხვირიდან სისხლდენის დროს არ შეიძლება თავის უკან გადაწევა და დაწოლა.