ცნობილი ამერიკელი პოდიატრი მარნეულში ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო ცენტრში კონსულტაციებს გამართავს
19 მარტს, პირველად მარნეულში, ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, ცნობილი ამერიკელი პროფესორი, პოდიატრი (ტერფისქირურგი) ელი დანიელი (Elie C Daniel) ორთოპედიულ პაციენტებს მიიღებს.
პროფესორი ადგილზე გამართავს კონსულტაციებს და დასმული დიაგნოზის შესაბამის სამკურნალო დანიშნულებებს გასცემს.
,,ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, დაპირებისამებრ ჩვენ შევძელით ბენეფიციარებისთვის ადგილზე ჩამოგვეყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ამერიკელი პროფესორი , პოდიატრი ელიდანიელი. ასევე ვიზრუნეთ, რომ პაციენტებმა ადგილზევე მიიღონ შემდგომი მკურნალობის სრული კურსის წარმატებით გავლის შესაძლებლობაც, მარნეულში გახსნილ თანამედროვე სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც ერთი წელია რაც გავხსენით „-განაცხადა მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალს”-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ. მისივე თქმით, ახალი სამედიცინო სერვისი და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა “ჯეო ჰოსპიტალს”-სა და “საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტს” შორის არსებულმა ეფექტურმა პარტნიორობამ განაპირობა.
პროფესორი ელი დანიელი (Elie C Daniel), რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს , 34 წლის განმავლობაში წარმატებით მკურნალობს ყველა სახის ტერფის პათოლოგიას: ბრტყელტერფიანობა, ვალგუსური დეფორმაცია, თანდაყოლილი ტერფმრუდობა, ვერტიკალური კოჭი და სხვა მსგავსი მიმართულების პათოლოგიებს. საქართველოში მოწვევის ფარგლებში ,არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ , რომ მარნეულში , “ჯეო ჰოსპიტალს”-სა და “საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტს” შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიღება ცნობილი ქირურგ-ორთოპედების ჩართულობით უკვე ერთი წელია რაც წარმატებით ხორციელდება.
მარნეულის “ჯეო –ჰოსპიტალს“-ის სამშობიაროდაამბულატორიულისამედიცინოცენტრისბაზაზე, მოქმედ თანამედროვეორთოპედიულიმიმართულებისდარბაზში სხვადასხვა კომპლექსური სამედიცი ნომომსახურების მართვა ხდება. ტრავმული, იშემიური თუ ოპერაციული რეაბილიტაციის კურსი, სამკურნალო მასაჟი/კინეზოთერაპია და ფიზიოთერაპია. ადგილზე პაციენტებისთვის თბილისიდან მოწვეული რეაბილიტოლოგი მამუკა წერდიანი ინდივიდუალურ ვარჯიშების კურსს ატარებს.