COVID-19

24 მარ, 2020

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის კლინიკების ქსელის ამბულატორიები მომსახურების განსაკუთრებულ ფორმატზე გადადის.

  • პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ სატელეფონო კონსულტაციები ,როგორც პირად ექიმთან,ასევე პედიატრთან;
  • პაციენტებთან პირველადი კომუნიკაცია განხორციელდება დისტანციურად ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ცხელი ხაზის მეშვეობით;
  • ცხელი ხაზის ოპერატორთან კომუნიკაციის შემდეგ მოხდება ოჯახის ექიმთან გადამისამართება;
  • ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს კლინიკაში ვიზიტის აუცილებლობას;
  • მაქსიმალურად განისაზღვრება მაღალი რისკ ჯგუფის პაციენტების მოსვლა კლინიკაში და ვუზრუნველყოფთ მათ დისტანციურ მომსახურებას;
  • გთხოვთ დარჩით სახლში და საჭიროების შემთხვევაში პირველ რიგში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322 505 222;
  • ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ამბულატორიული ცენტრების სამუშაო საათებია: 09:30-17:00

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების დაცვით ჩვენ შევძლებთ ერთად დავამარცხოთ COVID-19 !!