დაავადება – გუდპასჩერის სინდრომი
გუდპასჩერის სინდრომი აუტოიმუნური სინდრომია.
მისთვის დამახასიათებელია ალვეოლური ჰემორაგიის (ფილტვებში სისხლჩაქცევის) და გლომერულონეფრიტის კომბინაცია, რომელიც გამოწვეულია ანტიგლომერულური ბაზალური მემბრანის (anti -GBM) ანტისხეულების ცირკულაციით.
ხშირად ვითარდება გენეტიკურად წინასწარ განწყობილ მწეველ პირებში.
სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, ხველა, დაღლილობა, ტემპერატურის მომატება, სისხლიანი ნახველი, ჰემატურია (სისხლიანი შარდვა), წონაში კლება. პაციენტთა 40%-ს აქვს ძლიერი ჰემატურია. ასევე ვითარდება ანემია, პერიფერიული შეშუპება.
დიაგნოსტიკა: დეტალური ანამნეზის შეკრება, სიმპტომატიკა, შრატში ანტისხეულების განსაზღვრა, თირკმლის ბიოფსია, სპირომეტრია, იმუნოფლუორესცენციული მეთოდით IgG -ის დეპოზიდების განსაზღვრა ალვეოლებისა და გლომელურების არტერიებში.
მკურნალობა მოიცავს პლაზმოფერეზით, კორტიკოსტეროიდებითა და იმუნოსუპრესორებით მკურნალობას.
პროგნოზი: დაავადების მკურნალობა შესაძლებელია თუ დროულად მოხდა მკურნალობის დაწყება სანამ ფილტვებისა და თირკმელების უკმარისობა განვითარდება.